ატონი
ატონი — ძვ. ეგვიპტის მზის ღვთაება; საფუძვლად დაედო ჰელიოპოლისის ძვ. მზის ღვთაება რა-ჰარახტის ანუ რა-ჰორახტეს კულტი. ამენჰოტეპ IV-მ ატონის კულტით შეცვალა მრავალღმერთიანობა და ერთიან სახელმწიფოებრივ კულტად გამოაცხადა. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო.

ფარაონი ეხნატონი და მისი ოჯახი ატონს განადიდებენ.
ატონი იეროგლიფებში | ||||
|
როგორც ფიქრობენ, თვით ფარაონმა უძღვნა ატონს ჰიმნი, რომელიც მიჩნეულია უბადლო მხატვრულ ნაწარმოებად ამ ტიპის ძველ ეგვიპტურ ლიტერატურაში. ფარაონმა ატონის განსადიდებლად ეხნატონი („ეხნე-იოტ“, ე. ი. „ატონის მარგი“) დაირქვა.
ატონის გამოსახულებაა: შავარდნისთავიანი ადამიანი, შუბლზე მზის დისკოთი, მოგვიანებით - მხოლოდ მზის დისკო. ამენჰოტეპ IV-ის რელიგიური რეფორმების კრახის შემდეგ ეგვიპტეში კვლავ გაბატონდა ამონრის კულტი და მრავალღმერთიანობა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 682.