ტურუხტანი (ლათ. Philomachus pugnax) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 26 სმ, მასა 100-170 აღწევს. გავრცელებულია ევროპისა და აზიის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდობს ნიადაგზე (ნესტიან მდელოსა ან ჭაობზე). დებს 4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამე. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, იშვიათად — მარცვლოვანი მცენარეებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.

ტურუხტანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Philomachus pugnax
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693468

ლიტერატურა

რედაქტირება