ტრიცერატოფსი (ლათ. Triceratops; ბერძნ. tri-, რთულ სიტყვებში — სამი, keras — რქა, ops — სახე) — ნამარხი ქვეწარმავლების გვარი რქიანი დინოზავრების ქვერიგისა. ცხოვრობდნენ გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მათი სხეული სიგრძე 6 აღწევდა. თავზე ჰქონდათ 3 რქა: ერთი მოკლე — ცხვირისა და ორი გრძელი — შუბლისა. ჰქონდათ 4 მასიური კიდური. გარეგნულად მარტორქას წააგავდნენ. იკვებებოდნენ მცენარეული საკვებით. ტრიცერატოფსის ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკის ცარცულ ნალექებში.

ტრიცერატოფსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვერიგი:  რქიანი დინოზავრები
გვარი:  ტრიცერატოფსი
ლათინური სახელი
Triceratops

ლიტერატურა რედაქტირება