ტრიფონ ფოფხაძე (დ. 1905, სოფ. კორბოული[1] ან შომახეთი[2] ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. უცნობია) — სტახანოვური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, სოციალისტური შრომის გმირი (1958). სკკპ წევრი 1939 წლიდან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I–V მოწვევის დეპუტატი. სკკპ XXI ყრილობის დელეგატი.[1]

1919–1965 წლებში მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში და ტრესტ „ჭიათურმარგანეცის“ ი. სტალინის სახელობის მაღაროთა სამმართველოში ჯერ მანგანუმის მადნის ამწმენდად, შემდეგ კი ცვლის უფროსად და უბნის გამგედ.[1]

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ფოფხაძე ტრიფონ ვარდენის ძე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 386.
  2. ტრიფონ ფოფხაძის ბიოგრაფია (V მოწვევა)