ტრისტან ფერაძე

ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრისტან ფერაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1938, თბილისი) — ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი.

ტრისტან ფერაძე
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1938(1938-10-10) (86 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და დოქტორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969 წელს იყო რუსთავის უბნის ექიმი. 1970-1972 წლებში მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგი. 1972-1974 წლებში კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში. 1975-1980 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სანიტარული ნაწილის ქირურგ-ორდინატორი. 1983-1988 წლებში მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988-1991 წლებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 102 ნაშრომის და 5 გამოგონებისა, რომლებიც ეხება ექსპერიმენტულ ქირურგიას, მიკროქირურგიას, ბავშვთა ქირურგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. 1975 წელს მან პირველმა დაიცვა საბჭოთა კავშირში დისერტაცია მიკროქირურგიაში და 1987 წელს სადოქტორო დისერტაცია ბავშვთა მიკროქირურგიაში, 1981 წელს მან პირველმა მოახდინა მიკრორეპლანტაცია ევროპაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რეკონსტრუქციული ოპერაციები მცირე კალიბრის სისხლძარღვებზე მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით“, დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ბავშვთა და მოზრდილთა კიდურების რეკონსტრუქციული მიკროქირურგია“, დაიცვა 1987 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 274

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრისტან_ფერაძე“-დან