ტრანსნაციონალიზაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ცვლილებები ადამიანის ისტორიაში, ახდენს ზეგავლენას თვითშეფასების და უკვე არსებული ფასუელობების რევიზიაზე. ისტორიული ცვლილებების ეპიცენტრი, ეფუძნება ძირითადად - მათ შორის ბუნებრივი კატასტროფები ან რევოლუციები, რომლებიც უკვე არსებული ძალაუფლების ან საზოგადოების რე-კლასიფიკაციის სახით გამოიხატება - უკვე არსებულ კოლექტიური თვითაღქმისა და უცხოს აღქმის ნიმუშებს, ასევე ფუნდამენტალური ფასეულობების ძირითად ცვლილებებს. ადამიანთა ქმედება თუ მოქმედება, დამოკიდებულია უკვე არსებულ რეალობაზე. ვილიამ ი. თომას-ის თეორემის მიხედვით "როდესაც ადამიანი აფასებს სიტუაციებს რეალურად, იგი რეალურად აფასებს მოსალოდნელ შედეგებს".

გლობალიზაცია და 11 სექტემბრის ტერაქტი არის დედამიწაზე ალბათ ყველასათვის ისეთივე ცნობილი ტერმინები როგორც კოკა-კოლა, მაკდონალდსი ან Microsoft. ტერმინოლოგიის განმარტებათა გლობალიზაციის პროცესში, სადაც მილიარდზე მეტი ადამიანისთვის, სულ მცირე მათი მსოფლიო გადაადგილების ჰორიზონტი მოჩანს, არის ერთ-ერთი შედეგი ეპოქალური ცვლილებებისა. ვითარდება საზღვრებს მიღმა ეგრეთ წოდებული "გლობალური სიმბოლების სისტემა", რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის საკუთრივი თუ უცხოს აღქმის შეფასებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტრანსნაციონალიზმი და ტრანსნაციონალიზაცია ბოლო წლებში განვითარდა, სოციოლოგიაში იგი ჰპოვებს მნიშვნელოვან ნაწილს და იკვლევს ადამიანების (ასევე მაგ. ტრანსნაციონალური საზოგადოების) ქმედებებს (და არა სახელმწიფო ქმედებებს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ადამიანების მოქმედება სახელმწიფოს მიერ გამოწვეული) საზღვრებს გარეთ. ამ ტერმინში იგულისხმება მუდმივი, მასიური თუ სტრუქტურული ან ინსტიტუციონალიზირებული ურთიერთობები, რომლებიც არსებობენ უკვე არსებული ეროვნებების (ნაციონალური სახელმწიფოები) საზღვრებს გარეთ. ტრანსნაციონალიზაცია ისოტირიულად არ არის სრულიად ახალი ტერმინი, იგი ყოველდღიურად იძენს მეტ მნიშვნელობას ტვირთების თუ ადამიანების, ან ინფორმაციების გადაადგილებაში. ტრანსნაციონალიზაცია არის სოციოლოგიის კვლევის საგანი, რომელიც არ უნდა იქნეს გაგებული როგორც თეორიულ-ანალიტიკური პროექტი ან თეორიული პროგრამა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლუდგერ პრისი, სოციალური სამყაროს ტრანსნაციონალიზაცია, სუჰრკამპ, 2008