ტრანსილვანიის სამთავრო (1711-1867)
ტრანსილვანიის სამთავრო ან ტრანსილვანიის დიდი სამთავრო — ჰაბსბურგთა მონარქიის სამეფო, მოგვიანებით ავსტრიის იმპერიის კონსტიტუციური მიწა.
ტრანსილვანიის სამთავრო ტრანსილვანიის დიდი სამთავრო ჰაბსბურგის მონარქიისა და ავსტრიის იმპერიის სამთავრო | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ჰერმანსტადტი (სიბიუ) 1711–1791, 1848–1861 კლაუსენბურგი (კლუჟი) 1791–1848, 1861–1867 | ||||||||
ენა | გერმანული, რუმინული უნგრული | ||||||||
ტრანსილვანიის გუბერნატორი | ჩარლზ III (პირველი) (1711–1740) | ||||||||
მოსახლეობა | 2 073 372 (1850 წ.) | ||||||||
ისტორია | შეიქმნა სამთავრო (1711 წ.) გაუქმნდა სამთავრო (1867 წ.) | ||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | რუმინეთი | ||||||||
ისტორია
რედაქტირებაოტომანთა ვასალი ტრანსილვანიის სამთავრო დაპყრობილ იქნა ჰაბსბურგელების მიერ და კარლოვიცის ზავით სამთავრო გადაეცა ჰაბსბურგთა მონარქიას 1699 წლიდან. 1711 წლიდან, ჰაბსბურგის კონტროლით ტრანსილვანიის სამთავრო იყო კონსოლოდებული, ხოლო ტრანსილვანიის მმართველი მთავრები უკვე გამგებლებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ჰაბსბურგის მონარქიას ექვემდებარებოდნენ. 1765 წელს გამოცხადდა ტრანსილვანიის დიდი სამთავროდ, რაც ანმტკიცებდა ტრანსილვანიის სპეციალურ სტატუსს, რომელიც დადგინდა 1691 წელს „ლეოპოლდიუმის ხარისხით“ („Diploma Leopoldinum“).
1853 წელს, ტრანსილვანიის სამხედრო მარკა (რომელიც არსებობდა 1762 წლიდან) გაუქმდა და შეუერთდა ტრანსილვანიას.
1867 წლის ავსტრო-უნგრული კომპრომისით, რომლის თანახმადაც შეიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ტრანსილვანიის სპეციალური სტატუსი გაუქმდა და სამთავრო უნგრეთის სამეფოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა.[1]
საზღვრები
რედაქტირებატრანსილვანიის სამთავრო ესაზღვრებოდა უნგრეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის მხრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბუკოვინას, სამხრეთ-დასავლეთიდან ჰაბსბურგის სამხედრო საზღვარს, ხოლო სამხრეთით და აღმოსავლეთით გაერთიანებულ სამთავროებს.
დემოგრაფია
რედაქტირებაწელი | სულ რაოდენობა | რუმინელები | უნგრელები | გერმანელები |
---|---|---|---|---|
1720 | 806 221 | 49.6 % | 37.2 % | 12.2 % |
1730 | ~725 000 | 57.9 % | 26.2 % | 15.1 % |
1765 | ~1 000 000 | 55.9 % | 26.0 % | 12.0 % |
1784 | 1 440 986 | - | - | - |
1790[2] | 1 465 000 | 50.8 % | 30.4 % | - |
1835 | - | 62.3 % | 23.3 % | 14.3 % |
1850 | 2 073 372 | 59.1 % | 25.9 % | 9.3 % |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ უნგრეთისა და ტრანსილვანიის სამეფო. ენა: გერმანული.
- ↑ პიტერ როკაი – Zoltan Đere – Tibor Pal – Aleksandar Kasaš, Istorija Mađara, Beograd. გვერდები:376–377. წაკითხვის თარიღი: 2002.