ტორფის ხავსები სფაგნუმი (ლათ. Sphagnum) — ღეროფოთლოვანი ხავსების კლასის სფაგნიდების (Sphagnidae) ქვეკლასის ერთადერთი გვარი.

ტორფის ხავსები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ხავსისნაირნი
კლასი:  ღეროფოთლოვანი ხავსები
ქვეკლასი:  სფაგნიდები
გვარი:  ტორფის ხავსები
ლათინური სახელი
Sphagnum

აერთიანებს 320 სახეობას. საქართველოში გვხვდება 26 სახეობა. უმთავრესად ჭაობის ხავსებია, დიდი ზომის, მოთეთრო-მომწვანო, რუხი ან მოწითალო. ღეროს არ აქვს რიზოიდები, ტოტისა და ღეროს ფოთლები უძარღვოა, შეიცავს ქლოროფილიან და წყლის შემცველ (ჰიალინურ) უჯრედებს.

იზრდება ხშირი და მკვრივი კორდების სახით. ქმნის სფაგნუმიან ჭაობებს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ფართობი უკავიათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება კოლხეთსა და მთიანეთში (ძირითადად Sphagnum cuspidatum, Sphagnum centrale, Sphagnum palustre და სხვა).

ლიტერატურა რედაქტირება