ტონი რიჩარდსონი
სესილ ანტონიო „ტონი“ რიჩარდსონი (ინგლ. Cecil Antonio "Tony" Richardson; ცნობილი, როგორც ტონი რიჩარდსონი; დ. 5 ივნისი, 1928, შიპლი, ინგლისი — გ. 14 ნოემბერი, 1991, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ინგლისელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, რომლის ექსპერიმენტატორულმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო 1950-იანების ინგლისის თეატრის განვითარებას. აგრეთვე ცნობილია თავისი კინო-ადაპტაციებისთვის. მოგებული აქვს ორი ოსკარი რეჟისორისა და პროდუსერის როლში, ფილმისთვის „ტომ ჯოუნსი“ (1963).
ტონი რიჩარდსონი | |
---|---|
დაიბადა | სესილ ანტონიო რიჩარდსონი 5 ივნისი, 1928 შიპლი, ინგლისი |
გარდაიცვალა | 14 ნოემბერი, 1991 (63 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები |
ეროვნება | ინგლისელი |
საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი |
მეუღლე | ვანესა რედგრეივი (დაქორწინება - 1962; განქორწინება - 1967) |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებარიჩარდსონი 1928 წლის 5 ივნისს შიპლიში, იორკშირში (ინგლისი) დაიბადა. იგი ესლი ევანსისა და კლერენს ალბერტ რიჩარდსონის შვილია.
რიჩარდსონი უედჰემის კოლეჯში, ოქსფორდში სწავლობდა.
კარიერა
რედაქტირება1953 წელს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ, სადაც ის დრამის წრის აქტიური წევრი იყო, რიჩარდსონმა BBC-ში რეჟისორად დაიწყო მუშაობა. [1]
რიჩარდსონი „ბრიტანული ახალი ტალღის“ ერთ-ერთი წევრი იყო. მან დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანული თეატრის ჩამოყალიბებაში. რიჩარდსონმა ჯონ ოსბორნის პიესა, „მიიხედე უკან განრისხებულმა“ , ნიუ-ჩელსის თეატრში დადგა.
1959 წელს, დრამატურგ ჯონ ოსბორნთან და პროდუსერ ჰარი სალცმანთან ერთად, რიჩარდსონმა Woodfall Film Productions დააარსა. კომპანიის დებიუტი 1959 წელს ტონი რიჩარდსონის მიერ გადაღებული ფილმით შედგა, სახელწოდებით, „მიიხედე უკან განრისხებულმა“, რომელიც ჯონ ოსბორნის პიესაზეა დაფუძნებული. იგი რიჩარდსონის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.
რიჩარსდონმა სიკვდილამდე დადგა 36 სპექტაკლი, გადაიღო 20 ფილმი და 44 სატელევიზიო დრამა.
რიჩარდსონის ფილმებში ხშირად ჩნდება კრიტიკა ბრიტანული კლასობრივი სისტემისა და ამერიკული კაპიტალიზმის მიმართ.[2] მისი თითქმის ყველა ფილმი სხვადასხვა ჟანრისაა, რაც რეჟისორის ექსპერიმენტატორულ ბუნებაზე მიუთითებს.[2]
რიჩარდსონის ადრეულ ფილმებს ხშირად ახასიათებენ, როგორც 1950-იანების ბრიტანული მეინსტრიმული კინოს წინააღმდეგ შექმნილ ნამუშევრებს. ბრიტანული მეინსტრიმი შემოსაზღვრული იყო მხოლოდ კლასიკით, ან მდიდარი ფენით. მუშათა კლასი მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟებად ჩნდებოდა. რიჩარდსონი ამის წინააღმდეგი იყო.
„მე უბრალოდ მიყვარს ფილმების გადაღება“ - უთხრა რიჩარდსონმა ნიუ-იორკ თაიმსს 1982 წლის ინტერვიუში, - „მიყვარს გადაღებებზე ცხოვრება. ერთხელ, თვითმფრინავში ალფრედ ჰიჩკოკის გვერდით ვიჯექი და მან მითხრა, რომ რადგან თავიდანვე ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, მისთვის ფილმის გადაღება რაღაც ანტიკლიმაქსის მსგავსი იყო.“
მაგრამ რიჩარდსონს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:
„შეიძლება, საკმარისად ჭკვიანი არ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდანვე დავგეგმო. მჭირდება, რომ იქ ვიყო, გადასაღებ მოედანზე, მსახიობებს ველაპარაკო. ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაღებისას.“[3]
რიჩარდსონს ბევრ ცნობილ მსახიობთან უმუშავია, როგორებიც არიან ჟანა მორო, ორსონ უელსი, რობ ლოვი, მილტონ ბერლი, ტრევორ ჰოვარდი, დევიდ ჰემინგსი, ნიკოლ უილიამსონი, ტომ კორტნი, მერიენ ფეიტფული, ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინსი, კატრინ ჰეპბერნი და სხვ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარიჩარდსონი 1962 წლიდან 1967 წლამდე ინგლისელ მსახიობ ვანესა რედგრეივზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი ქალიშვილი, ნატაშა და ჯოელი შეეძინათ.
გარდაცვალება
რედაქტირებატონი რიჩარდსონი ბისექსუალი იყო. იგი 1991 წელს აივ ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.[4]
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1959 | ფ | „მიიხედე უკან განრისხებულმა“ | Look Back in Anger | რეჟისორი |
1960 | ფ | „კომიკოსი“ | The Entertainer | რეჟისორი |
1960 | ფ | „თავშესაფარი“ | Sanctuary | რეჟისორი |
1961 | ფ | „თაფლის გემო“ | A Taste of Honey | რეჟისორი |
1962 | ფ | „მორბენალის სიმარტოვე“ | The Loneliness of the Long Distance Runner | რეჟისორი |
1963 | ფ | „ტომ ჯოუნსი“ | Tom Jones | რეჟისორი |
1965 | ფ | „ის, ვინც მიყვარს“ | The Loved One | რეჟისორი |
1966 | ფ | „მადმუაზელი“ | Mademoiselle | რეჟისორი, სცენარისტი |
1967 | ფ | „წითელი და ლურჯი“ | Red and Blue | რეჟისორი |
1967 | ფ | „მეზღვაური გიბრალტარიდან“ | The Sailor from Gibraltar | რეჟისორი |
1968 | ფ | „მსუბუქი ბრიგადის თავდასხმა“ | The Charge of the Light Brigade | რეჟისორი |
1969 | ფ | „სიცილი ბნელში“ | Laughter in the Dark | რეჟისორი |
1969 | ფ | „ჰამლეტი“ | Hamlet | რეჟისორი |
1970 | ფ | „ნედ კელი“ | Ned Kelly | რეჟისორი |
1973 | ფ | „დელიკატური ბალანსი“ | A Delicate Balance | რეჟისორი |
1974 | ფ | „მკვდარი მოწმე“ | Dead Cert | რეჟისორი |
1977 | ფ | „ჯოზეფ ენდრიუსი“ | Joseph Andrews | რეჟისორი |
1978 | ფ | „სიკვდილი ქანაანში“ | A Death in Canaan | რეჟისორი |
1982 | ფ | „საზღვარი“ | The Border | რეჟისორი |
1984 | ფ | „სასტუმრო ნიუ-ჰემპშირი“ | The Hotel New Hampshire | რეჟისორი |
1988 | ფ | „ბერილ მერკემი: ჩრდილი მზეზე“ | Beryl Markham: A Shadow on the Sun | რეჟისორი, სცენარისტი |