ტომას დე იბელინი

(გადამისამართდა გვერდიდან ტომას დ’იბელინი)

ტომას დე იბელინი, აგრეთვე ცნობილია, როგორც ტომას რამლელი (ფრანგ. Thomas d'Ibelin; დ. 1176 (?) — გ. 1188) — რამლისა და მირაბელის სენიორი იერუსალიმის სამეფოში.

ტომას დე იბელინი
Thomas d'Ibelin
რამლის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1186
მმართ. დასასრული: 1187
წინამორბედი: ბალდუინ დე იბელინი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
მირაბელის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1186
მმართ. დასასრული: 1187
წინამორბედი: ბალდუინ დე იბელინი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
მონარქი: გი დე ლუზინიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია, სავარაუდოდ 1176
გარდ. თარიღი: 1188
დინასტია: იბელინები
მამა: ბალდუინ დე იბელინი
დედა: რიშილდა ბეტსანელი
რელიგია: კათოლიციზმი

იგი იყო ბალდუინ დე იბელინისა და რიშილდა ბეტსანელის ვაჟი. ბალდუინმა ეჭვქვეშ დააყენა 1187 წელს ტახტის მემკვიდრედ გი დე ლუზინიანის გამოცხადება. მან უარყო მისდამი მორჩილება და საკუთარი დომენი (რამლა და მირაბელი) მცირეწლოვან ვაჟს გადასცა.[1] ცოტა ხნის შემდეგ იერუსალიმის სამეფოს ჯარები სალადინმა დაამარცხა ჰატინის ბრძოლაში, რამაც მთელ სამეფოს საფრთხე შეუქმნა. ტომასი ამ დროს ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. იგი იმყოფებოდა ნაბლუსში, მისი ბიცოლის — მარია კომნენოსის მზრუნველობის ქვეშ, რომელმაც ტომასი უფრო კარგად გამაგრებულ იერუსალიმში გადაიყვანა, როდესაც სალადინმა დაიპყრო მიმდებარე ტერიტორიები, მათ შორის რამლა, მირაბელი და ნაბლუსი. სალადინთან მოლაპარაკების შედეგად, ტომასის ბიძამ — ბალიან დე იბელინმა დაითანხმა იგი, რომ მარია ტვიროსში წასულიყო ბავშვებთან, საკუთარ ამალასთან და საკუთრებებთან ერთად. სალადინმა მათ ესკორტირებაც გაუწია და უზრუნველყო მათი უსაფრთხო მოგზაურობა. მარიას ამალაში იმყოფებოდა ტომასიც, რომელმაც იერუსალიმის ალყიდან თავის დაღწევა მოახერხა.[2]

ტომას დე იბელინი გარდაიცვალა 1188 წელს, ახალგაზრდა და დაუქორწინებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Vgl. Steven Runciman: Geschichte der Kreuzzüge. Sonderausgabe in einem Band ohne Quellen- und Literaturangaben, 14.–17. Tausend der Gesamtauflage. C. H. Beck, München 1978, ISBN 3-406-02527-7, S. 749.
  2. Vgl. Steven Runciman: Geschichte der Kreuzzüge. Sonderausgabe in einem Band ohne Quellen- und Literaturangaben, 14.–17. Tausend der Gesamtauflage. C. H. Beck, München 1978, ISBN 3-406-02527-7, S. 763.