ჯვაროსნული ლაშქრობები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც ეწოდათ „ჯვაროსნები“.
საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპისურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა. ჯვაროსნულ ლაშქრობებს მხარი დაუჭირეს იტალიის ქალაქებმა ვენეციამ, გენუამ და პიზამ.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე. (...სრულად)
რენო დე შატიიონი (ფრანგ.Renaud de Châtillon; გ. 4 ივლისი, 1187) — ანტიოქიის მეფის უმცროსი შვილი, რომელმაც შატიიონის ციხესიმაგრე მდიდარი ქვრივის ცოლად მოყვანის გზით ჩაიგდო ხელში. აქტიურად მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში და საკმაო წარმატებასაც აღწევდა მანამ, სანამ არ გადაწყვიტა შეჭრილიყო ქრისტიანებით დასახლებულ კვიპროსზე. მან გაქურდა და ააოხრა კვიპროსი და მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის შემდეგ დატოვა იგი. აღსანიშნავია, რომ მან მოიხმო იქ მყოფი ყველა სასულიერო პირი და ცხვირები დააჭრა. ამგვარი მოქცევა რენოს ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. (...სრულად)