ტობის ჩანჩქერი
ტობის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. საქართველოს უმაღლესი ჩანჩქერი. სიმაღლე 234 მ.[1] მდებარეობს ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის — ტობის სათავის მიდამოებში. აბსოლუტური სიმაღლე 600–800 მ.[2] მდინარე ტობის სათავეში ამართული, ზედაცარცული კირქვული ქარაფი მდიდარია კარსტული მღვიმეებიდან გამომავალი მდინარეების ჩანჩქერებით. ტობის ჩანჩქერს წარმოქმნის არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმიდან გამომავალი კარსტული მდინარე. კასკადური წყალვარდნილია. საინტერესო და პერსპექტიული ტურისტული ადგილია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი მარტვილი. მისასვლელი გზა იწყება მარტვილიდან 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზით სოფელ მეორე ბალდამდე, შემდეგ ფეხით 4 კილომეტრი მდინარე ტობის სათავის ქარაფის ძირამდე. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ტობის ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.[3]
ტობის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: 42°28′19″ ჩ. გ. 42°27′18″ ა. გ. / 42.472083° ჩ. გ. 42.455250° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 234 მ |
ტიპი | კასკადური |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 239.
- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 391.
- ↑ ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები