ტიმოთე ფრენსის ლირი (ინგლ. Timothy Francis Leary; დ. 22 ოქტომბერი, 1920 — გ. 31 მაისი, 1996) — ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, ფსიქოდელიური პრეპარატების შემსწავლელი კომისიის წევრი, პროგრამული უსაფრთხოების შემმუშავებელი.

ტიმოთე ლირი
ინგლ. Timothy Francis
დაბ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1920(1920-10-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი სპრინგფილდი[10]
გარდ. თარიღი 31 მაისი, 1996(1996-05-31)[11] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (75 წლის)
გარდ. ადგილი ბევერლი-ჰილზი
დასაფლავებულია Celestis 01
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფსიქოლოგი[8] , მწერალი[8] და მსახიობი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი, Kaiser Family Foundation და ჰარვარდის უნივერსიტეტი[12]
ალმა-მატერი ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ალაბამის უნივერსიტეტი და წმინდა ჯვრის კოლეჯი
პარტნიორ(ებ)ი Joanna Harcourt-Smith[13]
მეუღლე Nena von Schlebrügge, უცნობი, უცნობი, Rosemary Woodruff Leary და Barbara Chase
შვილ(ებ)ი Marlon Gobel[13]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სპრინგფილდში (მასაჩუსეტსი) 1920 წლის 22 ოქტომბერს. უმაღლესი განათლება მიიღო ალაბამის უნივერსიტეტში, ბერკლში. 1960 წლიდან კითხულობდა ლექციებს ჰარვარდში.

1957 წელს შექმნა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკა „ლირის პიროვნებათშორის ურთიერთობათა ტესტი“, რომელსაც დღემდე მოიხმარს აშშ სპეცსამსახურები.

სკანდალური პოპულარობა ლირს მოუტანა ფსიქოდელიური პრეპარატების ზემოქმედების შესწავლამ ადამიანის ფსიქიკასა და ნერვიულ სისტემაზე. მისი კვლევა დაემთხვა ფსიქოდელიკების აკრძალვის (უპირველესყოვლისა ლსდ-25) პერიოდში. საჭირო გახდა ექსპერიმენტების შეწყვეტა, მაგრამ ლირი ფსიქოდელიკებზე უარის თქმას არ აპირებდა, რასაც მან საკუთარი პროფესიული კარიერა შესწირა, დაკარგა აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო რეპუტაცია.

საბოლოოდ ამ სკანდალმა ლირის სახელის დაჩრდილვა გამოიწვია ფსიქოლოგიის კვლევის იმ სფეროებში, სადაც ის კვლევებს ატარებდა (ჯგუფური კვლევის თერაპია) და დღეს ეს დარგები სხვა სახელებთან ასოცირდება. სამართლიანობა კი მოითხოვდა, რომ მისი სახელი ყოფილიყო ისეთი მეცნიერების გვერდით, როგორებიცაა როჯერსი, ბახი, პერლზა, ბერნი და სხვ.

ლირის პოპულარობის ზენიტი ჰიპების მოძრაობის პერიოდს დაემთხვა. პრესაში მას ამ დროისთვის მოიხსენიებდნენ, როგორც „ლსდ-გურუ“. ის აქტიურად პროპაგანდირებდა ფსიქოდელიკურ საშუალებებს, ატარებდა ამ თემასთან დაკავშირებით სემინარებს და დაწერა არაერთი წიგნი, რომელიც ეძღვნება ადამიანის გონების სიღრმის გაფართოებას.

ტიმოთე ლირის დაპატიმრება, 1972 წელი

რედაქტირება

1965 წლიდან ლირის დაეწყო პრობლემები კანონთან — ის არაერთხელ იქნა დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით, სანამ 1969 წელს აშშ უმაღლესმა მოსამართლემ ტიმოთე ლირი არ ცნო უდანაშაულოდ მარიხუანის საქმესთან დკავშირებით. იმ დღეს, როცა ის უდანაშაულოდ სცნეს მან სახალხოდ გააჟღერა მისი გადაწყვეტილება, რომ ის კენჭს იყრიდა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე, სადაც ის კონკურენციას გაუწევდა რონალდ რეიგანს. მისი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო „Come together, join the party“. სწორედ მას მიუძღვნა მოგვიანებით ჯონ ლენონმა სიმღერა „Come Together“.

1970 წელს ლირი გაასამართლეს მარიხუანის მოხმარების გამო და საბოლოოდ 38 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო გადაწყვიტავდა თუ სად უნდა მოეხადა სასჯელი, ლირს უნდა გაევლო სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტი, რათა გარკვეულიყო მისი პროფვარგისიანობა, საინტერესო ისაა, რომ მას ეს ტესტირება მისივე ტესტით ჩაუტარდა, ამიტომაც მას არ გასჭირვებია ამ ტესტირების დროს შეექმნა ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც იდეალურად ერგებოდა მებაღეობას. სწორედ ამის წყალობით ის მოათავსეს მსუბუქი რეჟიმის კოლონიაში, სადაც ის მებაღედ განამწესეს, მან ამით ისარგებლა და ციხიდან გაიქცა 1970 წელს.

მარადიული სიყვარულის საძმომ, რომლის სათავეებშიც ლირი იმყოფებოდა მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებას Weathermen საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა, რომ დოქტორი ლირი და მისი მეუღლე ალჟირში გადაეყვანა. ალჟირში ყოფნისას მას მეთვალყურეობდა დაჯგუფება „შავი პანტერა“-ს ლიდერი ელდრიჯ კლივერი. მოგვიანებით ლირიმ განაცხადა, რომ კლივერმა შეეცადა, მისი მძევლად აყვანა.

1970 წელს ლირი და მისი მეუღლე ალჟირიდან შვეიცარიაში გადადიან და იქ ხვდება ლსდ-ს შემქმნელს ალბერტ ჰოფმანს, მაგრამ თავშესაფარს ვერ პოულობს და იძულებულია ავღანეთში გაიქცეს. თუმცა ლირი გამოძიების ფედერალური ბიურომ და ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის პირდაპირ აეროპორტში აიყვანა. 1972 წელს ის დააპატიმრეს და მხოლოდ 1976 წელს კანონიერი გზით დატოვა სატუსაღო.

70-იანი წლების პრესა წერდა, რომ ლირი FBI-მ იმიტომ გაათავისუფლა, რომ მან ჩვენება მისცა მისივე მეგობრების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გაქცევაში ეხმარებოდნენ. ღია წერილში, რომელიც მან მეგობრებს მისწერა ის არასოდეს არ უარყოფდა, რომ ეკონტაქტა FBI-ს, მაგრამ აკონკრეტებს, რომ ამით მას ზიანი არავისთვის არ მიუყენებია. ვინაიდან, სანამ რამეს გაანდობდა აგენტებს მან, მანამდე გააფრთხილა მისი მეგობრები. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სპეცსამსახურებისთვის და ის ხელახლა დააპატიმრეს.

1980-იან წლებში ლირი კომპიუტერულმა ტექნიკამ დააინტერესა და რამდენიმე კომპიუტერული პროგრამაც კი შექმნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 GeneaStar
  6. 6.0 6.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #118826247 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. https://www.nytimes.com/2019/04/04/obituaries/ralph-metzner-dead.html
  13. 13.0 13.1 Joanna Harcourt-Smith: Obituaries - Socialite who went on the run with Timothy Leary, the LSD advocate, and wrote a memoir about their psychedelic love story / T. GallagherLondon: Times Media, 2020. — ed. size: 440581 — ISSN 0140-0460; 0956-1382; 1363-7746