ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი
ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი (ჩვეულებრივ, ბრევიატურით T3) — 2003 წელს გადაღებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, მეორე გაგრძელება ფილმისა „ტერმინატორი“ (1984). მისი რეჟისორია ჯონათან მოსტოუ, ხოლო მთავარ როლებს ინაწილებენ არნოლდ შვარცენეგერი, ნიკ სტალი, კლერ დეინსი და კრისტანა ლოკენი.
„ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“ | |
---|---|
რეჟისორი | ჯონათან მოსტოუ |
პროდიუსერი |
მარიო კასარი, ჰალ ლიბერმანი, ჯოელ ბ. მაიკლსი, ენდრიუ ჯ. ვაინა, კოლინ უილსონი |
სცენარის ავტორი | ჯონ ბრანკატო და მაიკლ ფერისი |
ეფუძნება | ჯეიმზ კამერონისა და გეილ ენ ჰარდის მიერ შექმნილ პერსონაჟებს |
ისტორია |
ჯონ ბრანკატო, მაიკლ ფერისი, ტედი სარაფიანი |
როლებში |
არნოლდ შვარცენეგერი ნიკ სტალი კლერ დეინსი კრისტანა ლოკენი |
კომპოზიტორი |
მარკო ბელტრამი, ბრედ ფიდელი |
ოპერატორი | დონ ბარჯენსი |
სტუდია |
Intermedia[1] C2 Pictures[1] |
დისტრიბუტორი |
Warner Bros. Pictures აშშ Columbia Pictures საერთაშორისო |
გამოსვლის თარიღი | 7 ივლისი, 2003 |
ხანგრძლივობა | 109 წუთი |
ქვეყანა |
აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $170-200 მილიონი.[2] |
შემოსავალი | $433 371 112[2] |
წინა | ტერმინატორი 2: განკითხვის დღე |
შემდეგი | ტერმინატორი: გადარჩენა |
მას შემდეგ, რაც სკაინეტმა ვერ მოკლა სარა კონორი, სანამ მისი შვილი დაიბადებოდა, წარსულში გამოგზავნა სხვა ტერმინატორი, T-X. მის მიზანი იყო წინააღმდეგობის ლიდერების უმრავლესობის განადგურება, მაგრამ არა თავად ჯონ კონორისა, რადგან სკაინეტმა არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ჯონის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც T-X მას შემთხვევით იპოვის.
შინაარსი
რედაქტირებაცხრა წლის განმავლობაში ჯონ კონორი (ნიკ სტალი) ცხოვრობდა ლოს-ანჯელესის მიდამოებში ნახევრად იატაკქვეშა ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ განკითხვის დღე არ მომხდარა 1997 წლის 29 აგვისტოს, ჯონს არ სჯეროდა, რომ ომი მანქანებსა და ადამიანებს შორის თავიდან იქნა აცილებული. მას შემდეგ, რაც სკაინეტმა ვერ შეძლო ჯონის ადგილსამყოფელის განსაზღვრა, წარსულში, 2004 წლის 24 ივლისში, გამოგზავნა ახალი მოდელის ტერმინატორი, T-X (კრისტანა ლოკენი), რათა მას გაენადგურებინა ჯონის რაც შეიძლება მეტი თანაშემწე მეთაური მომავალ წინააღმდეგობაში. T-X იყო გაცილებით დახვეწილი მოდელი წინა მოდელის ტერმინატორებთან შედარებით, ჰქონდა ჰიპერშენადნობისგან დამზადებული ჩონჩხი (როგორც T-800-ს) ჩაშენებული შეიარაღებით, გარეგნულად ახალგაზრდა ქალი იყო, „თხევადი მეტალისგან“ დამზადებული გარსით (რომლისგანაც მთლიანად შედგებოდა T-1000), რაც მას გარეგნობის შეცვლის საშუალებას აძლევდა, მას ასევე შეეძლო სხვა მანქანების კონტროლი და დაპროგრამება. წინააღმდეგობამ გამოგზავნა გადაპროგრამებული ტერმინატორი T-850 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი) T-X-ის სამიზნო ობიექტების დასაცავად, რომელთა შორისაც იყვნენ კეიტ ბრუსტერი, ჯონის მომავალი მეუღლე (კლერ დეინსი) და თავად ჯონიც.
ტერმინატორი გადაარჩენს ჯონსა და კეიტს T-X-ის პირველი თავდასხმისგან, რის შემდეგაც ისინი გაემართებიან სარა კონორის საფლავის მოსანახულებლად, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლეიკემიით გარდაცვლილიყო. სარას კუბოში ტერმინატორი იპოვის სარას თხოვნით მისი მეგობრების მიერ გადანახულ იარაღის მარაგს იმ შემთხვევისთვის, თუ განკითხვის დღე მაინც დადგებოდა. ამ დროისთვის T-X და პოლიციელები მოვლენ და გაიმართება ბრძოლა, მაგრამ ჯონი, კეიტი და ტერმინატორი მოიპარავენ კატაფალკას და გაიქცევიან. ტერმინატორი დაპროგრამებული იყო იმგვარად, რომ წაეყვანა კეიტი და ჯონი უსაფრთხო ადგილას, რათა მათ შეძლებოდათ განკითხვის დღის გადატანა, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყებოდა, მაგრამ ჯონმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, არ დაეშვათ სკაინეტის ჩართვა. ტერმინატორი მათ ეტყვის, რომ მომავალში კეიტი ჯონს გაყვება ცოლად, რომ კეიტმა გადააპროგრამა იგი და გამოგზავნა მათ დასაცავად, და რომ სწორედ იმ ტერმინატორმა მოკლა ჯონი 2032 წელს, რომელიც ახლა მათ გადასარჩენად თავს არ ზოგავდა.
1995 წელს Cyberdyne Systems-ის განადგურების შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საკუთარ თავზე აიღეს პროექტი „სკაინეტი“, რომელსაც მოცემულ მომენტში კეიტის მამა, გენერალ-ლეიტენანტი რობერტ ბრუსტერი (დევიდ ენდრიუსი) ხელმძღვანელობდა. ჯონმა ტერმინატორმა და კეიტმა დააგვიანეს: სკაინეტი უკვე გაშვებული იყო გლობალურ კიბერ-სივრცეში იმ მიზნით, რომ იგი გაანადგურებდა კომპიუტერულ ვირუსს, რომელიც საკუთარი შემოქმედება იყო; T-X-მა მოკლა რობერტ ბრუსტერი, რათა მას ხელი არ შეეშალა სკაინეტის შემდგომი მოქმედებებისთვის, ასევე დააპროგრამა საწყობში მდგარი ყველა მოდელი პირველყოფილი ტერმინატორებისა, რომლებმაც დახოცეს სამეცნიერო-კველივითი დაწესებულების შენობაში მყოფი პერონალი. სასიკვდილოდ დაჭრილმა კეიტის მამამ ჯონის შეკითხვაზე, სად იმყოფება სკაინეტის ბირთვი, უთხრა მთაში აშენებული „კრისტალური პიკის“ კოორდინატები. ხოლო მეორე შეკითხვაზე, თუ რა დახვდებათ იქ, რობერტი პასუხობს: „ეს თქვენი შანსია.“
სანამ ჯონი და კეიტი გაიქცეოდნენ თვითმფრინავით, T-X-მა დაამარცხა ტერმინატორი და გადააპროგრამა იგი, რის შემდეგაც ტერმინატორი ჯონსა და კეიტს უტევს. მან შეძლო T-X-ის პროგრამირების გვერდის ავლა და გამორთა საკუთარი თავი, სანამ ჯონს მოკლავდა. „კრისტალურ პიკში“ მისულ ჯონსა და კეიტს უკან მიჰყვა T-X და დაიწყო შეტევისთვის მზადება, მაგრამ ხელახლა ჩატვირთულმა ტერმინატორმა ვერტმფრენით გადაუარა. ფეხებმოგლეჯილიც კი T-X განაგრძობს ჯონისა და კეიტის დევნას, მაგრამ ისინი ასწრებენ მთავარ კარში შეღწევას ტერმინატორის წყალობით, ხოლო კარის მეორე მხარეს დარჩენილი ტერმინატორი ააფეთქებს თავის უკანაკნელ წყალბადის საწვავით სავსე ბლოკს T-X-ის პირში, რაც ორივეს ანადგურებს. ჯონი და კეიტი აღმოაჩენენ, რომ „კრისტალური პიკი“ სულაც არ წარმოადგენს სკაინეტის ბირთვს, არამედ ცივი ომის დროინდელ თავშესაფარს ბირთვული რაკეტებისგან მნიშვნელოვანი პირებისთვის. გენერალმა ბრუსტერმა ისინი იქ იმიტომ გაგზავნა, რომ დაეცვა სკაინეტის მიერ ინიცირებული მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფისგან. სკაინეტს, ფაქტობრივად, არც გააჩნია რაიმე სახის ბირთვი: იგი პროგრამული უზრუნველყოფის სახითაა მოდებული მსოფლიოს მთელ კომპიუტერებზე, რაც შეუძლებელს ხდის მის გათიშვას. დაიწყება ბირთვული შეტევების სერიები სხვადასხვა ქალაქზე, რითაც იწყება განკითხვის დღე. მალევე გადარჩენილი ადამიანები მსგავსი ბუნკერებიდან რაციით ითხოვენ დახმარებასა და მითითებებს. მათ შეკითხვაზე, თუ ვინ არის მთავარი, ჯონი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას.
როლებში
რედაქტირება- არნოლდ შვარცენეგერი ტერმინატორის როლში: მან ითამაშა წინა ორ ფილმშიც. ეს იყო შვარცენეგერის ბოლო როლი სანამ იგი კალიფორნიის გუბერნატორი გახდებოდა.
- ნიკ სტალი ჯონ კონორის როლში: ედვარდ ფერლონგისთვის, რომელიც თამაშობდა ჯონის როლს წინა ნაწილში, არ შეუთავაზებიათ ჯონის როლი ამ ფილმშიც ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების გამო (სხვა ვერსიით, ედვარდმა ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა). 2004 წლის ინტერვიუში ედვარდი აცხადებს: „მე არ ვიცი [რა მოხდა]. უბრალოდ დრო არ იყო. მე ჩემი საკუთარი საქმეებით ვიყავი დაკავებული — რა მნიშვნელობა აქვს, ეს უბრალოდ არ იყო ჩაფიქრებული, რომ მომხდარიყო.“[3]
- კლერ დეინსი კეიტ ბრუსტერის როლში: 2005 წელს ინტერვიუში კლერმა თქვა, რომ ის ბოლო წუთს დაამტკიცეს კეიტის როლზე, მას შემდეგ, რაც მსახიობი სოფია ბუში მოხსნეს როლიდან, რადგან ჩათვალეს, რომ იგი ძალიან ახალგაზრდა იყო ბრუსტერის როლის განსასახიერებლად.[4]
- კრისტანა ლოკენი T-X-ის როლში: პირველად ეკრანზე მდედრობითი სქესის ტერმინატორი.
- დევიდ ენდრიუსი რობერტ ბრუსტერის როლში: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენატი, კეიტის მამა.
- მარკ ფამილეტი სკოტ მეისონის როლში: T-X-ის მიერ მოკლული კეიტ ბრუსტერის საქმრო. თავდაპირველად, მისი სახელი უნდა ყოფილიყო სკოტ პეტერსენი, მაგრამ შეცვალეს სკოტ პეტერსონთან მსგავსების გამო, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი ცოლისა და ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის, კონერის, მკვლელობა.[5] დასასრულს, ტიტრებში მისი სახელი კვლავ ნახსენებია, როგორც „სკოტ პეტერსენი“.
- ერლ ბოენი დოქტორი პიტერ სილბერმანის როლში: იგი ერთადერთი მსახიობია (შვარცნეგერთან ერთად), რომელიც გამოჩნდა ტერმინატორის პირველ სამ სერიაში ერთსა და იმავე პერსონაჟის როლში.
სცენარის თავდაპირველ ვერსიაში სარა კონორის როლიც იყო გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც ლინდა ჰემილტონმა, რომელიც განასახიერებდა სარას წინა ორ ფილმში, უარი უთხრა შეთავაზებაზე, ამოიღეს იგი საერთოდ. ლინდამ განმარტა: „მათ შემომთავაზეს მე ნაწილი. მე წავიკითხე და ვიცოდი, როგორი სრულყოფილი იყო სარას პერსონაჟი პირველ ორ ნაწილში, მესამეში კი — უმნიშვნელო. იგი კვდებოდა ფილმის შუა ნაწილში და დროც კი არ იყო მის დასატირებლად. ეს იყო რაღაც ერთჯერადის მსგავსი, ამრიგად, მე ვუთხარი: მადლობა, მაგრამ არა.“[6]
საუნდტრეკი
რედაქტირებაTerminator 3: Rise of the Machines | |
---|---|
კინომუსიკა — | |
გამოცემის თარიღი | 24 ივნისი, 2003 |
ლეიბლი | Varèse Sarabande |
ფილმის საუნდტრეკი გამოსცა ლეიბლმა Varèse Sarabande 2003 წლის 24 ივნისს:
- A Day In the Life
- Hooked on Multiphonics
- Blonde Behind the Wheel
- JC Theme
- Starting T-1
- Hearse Rent a Car
- T-X's Hot Tail
- Graveyard Shootout
- More Deep Thoughts
- Dual Terminator
- Kicked in the Can
- Magnetic Personality
- Termina-Tricks
- Flying Lessons
- What Do You Want on Your Tombstone?
- Terminator Tangle
- Radio
- T3
- The Terminator (ფილმიდან „ტერმინატორი“, ავტორი — ბრედ ფიდელი)
- Open to Me, ასრულებს დილონ დიქსონი.
- I Told You, ასრულებს მია ჯულია.
სიმღერები, რომლებიც არ არის შესული საუნდტრეკის ალბომში:
- Dat Funky Man, შესრულებული უილიამ რენდოლფის მიერ, ჯონათან მოსტოუს ტექსტი.
- Sugar, შესრულებული პიტერ ბეკეტის მიერ, ჯონათან მოსტოუს ტექსტი.
- Party, შესრულებული პიტერ ბეკეტის მიერ.
- Can't Hide This, შესრულებული მეგა ჯეფის მიერ.
- Macho Man, შესრულებული Village People-ის მიერ.
- The Current, შესრულებული გევინ როსდეილისა და Blue Man Group-ის მიერ.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 IM International Media AG. (2010)Terminator 3 – Rise of the Machines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-06. ციტირების თარიღი: 2010-06-24.
- ↑ 2.0 2.1 Terminator 3: Rise of the Machines ინგლისური. Box Office Mojo.
- ↑ Morris, Clint. Exclusive Interview: Edward Furlong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-08. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ Sophia Bush Biography – Yahoo! Movies. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: 2011-08-13.
- ↑ (2005-04) Laci Peterson: the whole story: Laci, Scott, and Amber's deadly love triangle By Brad Knight. ISBN 978-0-595-34750-6.
- ↑ Eric Ditzian (2009-02-19). „Linda Hamilton In Negotiations For 'Terminator Salvation'“. MTV Movies Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-21. ციტირების თარიღი: 2009-02-19.
- ↑ Blue Man Group :: Blue Man Video. Blueman.com (2011-07-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-02. ციტირების თარიღი: 2011-08-13.