ტერმინატორი (ფილმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტერმინატორი.

ტერმინატორი (ინგლ. The Terminator) — 1984 წელს გადაღებული ფანტასტიკური და მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. რეჟისორის და სცენარის თანადამწერი ჯეიმზ კამერონი. მთავარ როლებში არიან არნოლდ შვარცენეგერი, ლინდა ჰამილტონი და მიჰაელ ბიენი. ფილმს თან მისდევს 3 გაგრძელება. ტერმინატორის ინდუსტრია მოიცავს სატელევიზიო სერიალს და ვიდეო თამაშებს.

„ტერმინატორი“
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი
პროდიუსერი ჯონ დალი
დერე დილი
გაილ ან ხურდი
სცენარისტი ჯეიმზ კამერონი
გაილ ან ხურდი
უილიამ უიშერ უმცროსი
როლებში არნოლდ შვარცენეგერი
ლინდა ჰამილტონი
მიჰაელ ბიენი
კომპოზიტორი ბრედ ფიდელი
დისტრიბუტორი Orion Pictures/ Hemdale Film Corporation
(1984–1997)
Metro-Goldwyn-Mayer
(1998–dRede)
ხანგრძლივობა 108 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $6,400,000
შემდეგი ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

2008 წელს ტერმინატორი აირჩიეს კონგრესის ბიბლიოთეკის ფილმთა რეგისტრში, როგორც: „კულტურალად, ისტორიულად ან ესთეტიკურად გამოჩენილი“[1].

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა ქალი, სახელად სარა კონორი აღმოაჩენს რომ მას მისთვის უცნობი უმოწყალო მკვლელი დასდევს მოსაკლავად (არნოლდ შვარცენეგერი როლში) რომელიც ქალაქში ეძებს და კლავს ყველა ქალს ვისაც სარა კონორი ჰქვია. მაგრამ სარასთან მიდის კაილ რისი (მაიკლ ბიენი მის როლში) და უხსნის საქმის ვითარებას: მომავალში ხელოვნური ინტელექტი სახელად „სკაინეტი“ რომელსაც სამხედროები შექმნიან სტრატეგიული მიზნების გადასაწყვეტად, მოულოდნელად თვითმართვადი გახდება და ამის გამო ადამიანები გადაწყვეტენ მის გამორთვას. მაგრამ სკაინეტი, რომლის განკარგულებაშია მძლავრი რობოტები გადაწყვეტს ადამიანებისათვის ომის გამოცხადებას და დაიწყებს ბირთვულ ომს რომელიც საბოლოოდ ადამიანებსა და მანქანებს შორის ომში გადაიზრდება. მაგრამ ადამიანები, რომელთაც ჯონ კონორი ხელმძღვანელობს თანდათანობით იგებენ ომს და სკაინეტი მიმართავს უკანასკნელ საშუალებას-იყენებს დროის მანქანას და წარსულში აგზავნის ტერმინატორს, მძლავრ მკვლელ მანქანს იმისათვის, რომ მოკლას მისი მთავარი მტრის - ჯონ კონორის დედა - სარა კონორი და არ მისცეს საშუალება ჯონ კონორს გამოჩნდეს მომავალში. ჯონ კონორიც თავის მხრივ დედის დასაცავად აგზავნის მის ერთ-ერთ თანამებრძოლს, კაილ რისს.

კაილ რისის მისიაში მთავარი სირთულე იმაში მსგომარეობს რომ მას ბრძოლა უხდება მეტად მძლავრი მანქანის წინააღმდეგ რომლის განადგურება საკმაოდ ძნელია. რადგან დროში მოგზაურობა საშუალებას არ იძლევა რაიმე იარაღის წამოღების საშუალებას მომავლიდან, რისი ჩამოდის შიშველი და უაირაღო, ხოლო 80-იანი წლების ცეცხლსასროლი იარაღი ნაკლებად ეფექტურია ტერმინატორის წინააღმდეგ. ამას გარდა ტერმინატორი დაფარულია ცოცხალი ტყავით რაც ძალიან აძნელებს მის გარჩევას ადამიანებისგან. ეს თითქმის შეუძლებელს ხდის 80-იან წლებში რომ ვინმე დაარწმუნო მტერი არსებითად ძალიან განვითარებული მანქანაა.

ტერმინატორი 1984 წელში ჩამოსვლისთანავე სწრაფად შოულობს ტანისამოსს და იარაღის არსენალს და საქმეს შეუდგება. ის კლავს პირველ ორ სარა კონორს რომელთა მისამართებს ტელეფონის წიგნში აღმოაჩენს. სარას სახლში მისვლისას ტერმინატორი სარას ორ მეგობარსაც კლავს. იგი შემდგომ აღმოაჩენს რომ სარა ღამის კლუბ Tech Noir-ში იმყოფება სადაც იგი პოლიციას ელოდება. ტერმინატორი სწრაფად გაეშურება ამ კლუბში და ცდილობს სარას მოკვლას მაგრამ კაილ რისი მას გზაზე ეღობება. ხანმოკლე სროლის და დევნის შემდეგ ტერმინატორი ძალით იტაცებს პოლიციის მანქანას და დაედევნება გაქცეულებს.

მანქანების სადგომში მალვისას რისი დაწვრილებით უხსნის სარას საქმის არსს. მაგრამ ტერმინატორი სწრაფად მიაგნებს მათ და ქალაქის ქუჩებში დევნა-სროლის შემდეგ ტერმინატორის მანქანა დაიმტვრევა, ხოლო სარას და რისს პოლიცია აკავებს. პოლიციის განყოფილებაში სარა ლეიტენანტ ტრაქსლერის და სერჟანტ ვუკოვიჩის მზრუნველობის ქვეშაა, ხოლო რისის დაკითხვას აწარმოებს კრიმინალური ფსიქოლოგი დოქტორი სილბერმანი, რომელიც ასკვნის რომ რისის „ჰალუცინაციები“ საოცრად ჩახლართულია და ისეთნაირადაა მოწყობილი რომ დამამტკიცებელი საბუთები არ სჭირდება და რომ რისის „ჰალუცინაციებზე“ კარიერის გაკეთებაც კი შეიძლება. ამასობაში ტერმინატორი დაკავებულია სროლის დროს დაზიანებული ნაწილების-მარჯვენა ხელის და თვალის შეკეთებით და ამის შემდეგ მიაშურებს პოლიციის განყოფილებას.

ტერმინატორი მიდის პოლიციის განყოფილებში და კითხულობს სარას, ასაღებს რა თავს მის მეგობრად. მორიგისგან პასუხის მიღების შემდეგ რომ სარას ნახვა ახლა არ შეიძლება, ტერმინატორი ამბობს „მე დავბრუნდები“ ( „I'll be back“) რომელიც ძალიან ცნობილი ფრაზა გახდა შემდეგში. ტერმინატორი სწრაფად ტოვებს პოლიციის შენობას მაგრამ ერთი წუთის მერე მის კარებს შეანგრევს მანქანით და მორიგეს გაჭყლიტავს. ტერმინატორი გადმოდის მანქანიდან და იწყებს პოლიციელების განადგურებას. ამასობაში რისი ახერხებს მისი კამერიდან გაქცევას და სარასთან მისვლას სანამ მას ტერმინატორი მიაგნებდეს და ორივენი გაქცევით შველიან თავს.

სანამ ორივენი იმალებიან ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას ქალაქგარეთ, ფილმში ჩვენ ვხედავთ რისის წარსულს (ანუ 1984 წლისათვის-მომავალს) მოგონებების სახით. ამ, ბირთვული ომის შემდეგ სამყაროში, ერთ მომენტში ჩანს სარას ფოტოსურათი რომელიც რისს ჰქონდა. ეს ფოტოსურათი მოგვიანებით დაიწვება ტერმინატორების შეტევის შედეგად.

მეორე დღეს სარა და რისი სასტუმროში პოულობენ თავშესაფარს სადაც რისი ამზადებს თვითნაკეთ ყუმბარებს, ამ დროს სარა მასთან სასიყვარულო ურთიერთობას გააბამს. მოგვიანებით ტერმინატორი მიაგნებს მათ და მისდევს მოტოციკლეტით ქალაქის ქუჩებში სადაც ახერხებს დაჭრას რისი. სარა ახერხებს გადმოაგდოს ტერმინატორი მოტოციკლეტიდან მაგრამ ამასობაში მისი მანქანაც ამოყირავდება. ტერმინატორი ხელში ჩაიგდებს სატვირთო მანქანა-ტანკერს და მისი საშუალებით მისდევს ორივეს. მძიმედ დაჭრილი რისი ახერხებს ტანკერის აფეთქებას მისი თვითნაკეთი ყუმბარით. ტერმინატორი იწვება აფეთქების შედეგად.

სანამ სარა და რისი ფიქრობენ რომ ტერმინატორი განადგურებულია, მისი ლითონის ჩონჩხი (უკვე ტყავის გარეშე რომელიც მას გარედან ეკვროდა და რომელიც დაიწვა აფეთქების შედეგად) წამოიმართება ცეცხლიდან და კვლავ მისდევს მათ ქარხანაში. რისი ახერხებს ბოლო თვითნაკეთი ყუმბარის მეშვეობით ტერმინატორის აფეთქებას მაგრამ თვითონაც იღუპება ამ დროს. სანამ სარა რწმუნდება რომ რისი მკვდარია, ტერმინატორის ზედა ნაწილი რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს მისდევს სარას, მაგრამ სარა ბოლოსდაბოლოს ახერხებს მის გაჭყლეტვას ჰიდრავლიკურ წნეხში.

ფილმის ბოლოში ჩანს ორსული სარა რომელიც მექსიკაში მოგზაურობს. იგი მაგნიტოფონზე იწერს თავის აზრებს რომელთაც იგი აპირებს რომ მოუყვეს თავის შვილს (სწორედ იგია ჯონ კონორი) მისი მომავალი ცხოვრების შესახებ. სარას მონოლოგიდან ჩანს რომ სწორედ კაილ რისია სარას ბავშვის მამა. სანამ სარას მანქანა ივსება ბენზინით, პატარა მექსიკელი ყმაწვილი სურათს გადაუღებს მას მოულოდნელად და სთხოვს რომ იყიდოს იგი ხუთ დოლარად. ფილმიდან ჩანს რომ ეს სწორედ ის სურათია რომელიც რისს ჰქონდა ნანახი მომავალში. შემდეგ ყმაწვილი ამბბობს რომ ქარიშხალი ახლოვდება რაზეც სარა ამბობს „ვიცი“ და დაძრავს მანქანას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Terminator (1984) being one of 25 films to be preserved. Digital Spy (December 31, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-01-01.