ლინდა ქეროლ ჰამილტონი (ინგლ. Linda Carroll Hamilton; დ. 26 სექტემბერი, 1956) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია სარა კონორის შესრულებული როლით ფილმში, „ტერმინატორი“. 1987 წლიდან 1990 წლამდე კეტრინ ჩანდლერის როლს თამაშობდა, სატელევიზიო სერიალში, „ურჩხული და მზეთუნახავი“, რომლისთვისაც იგი ორჯერ ნომინირდა ოქროს გლობუსსა და ემის ჯილდოზე. 1984 წელს ვიკი ბაქსტერი ითამაშა, ამერიკულ საშინელებაში, „სიმინდის ბავშები“. 1986 წელს, ექიმი ემი ფრენკლინის როლი შეასრულა ფილმში, „კინგ კონგი ცოცხალია“, ხოლო 1997 წელს, მაიორ რეიჩელი თრილერში, „დანტეს პიკი“. მერი ელიზაბეტ ბარტოუსკის თამაშობდა სატელევიზიო სერიალში, „ჩაკი“.

ლინდა ჰამილტონი

ჰამილტონი 2019 წელს, San Diego Comic-Con-ზე
დაიბადალინდა ქეროლ ჰამილტონი
26 სექტემბერი, 1956 (1956-09-26) (67 წლის)
მერილენდი, აშშ
ეროვნებაამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
წლები1980-დღემდე
მეუღლე
შვილები 2

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ამერიკელი მსახიობი ლინდა ქეროლ ჰამილტონი დაიბადა 1956 წლის 26 სექტემბერს, მერილენდში, აშშ-ში. მამამისი კაროლ სტენფორდ ჰამილტონი, რომელიც ფიზიკოსი იყო, მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ლინდა 5 წლის იყო, მოგვიანებით, ლინდას დედა დაქორწინდა პოლიციის უფროსზე.[1][2][3] ჰამილტონს ჰყავდა იდენტური ტყუპი და, ლესლი ჰამილტონ ფრიზი (1956-2020),[4][5] ერთი უმცროსი ძმა და ერთი უფროსი და. ლინდას ნათქვამი აქვს, რომ იგი გაიზარდა ძალიან ‘მოსაწყენ’ ოჯახში და თავისუფალ დროს უსიამოდ კითხულობდა წიგნებს. თავის ტყუპ დასთან, ლესლისთან ერთად დადიოდა „ვიკომიკოს საშუალო სკოლაში“. ჩესტერთაუნში, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ვაშინგტონის კოლეჯში, შემდეგ კი მსახიობობის შესასწავლად გადავიდა ნიუ-იორკში.

კარიერა რედაქტირება

 
ჰამილტონი მანჰეტენში, 2009 წელს.

ჰამილტონმა პირველი მთავარი როლი, ლიზა როჯერსი ითამაშა CBS-ს სატელევიზიო სერიალში, „Midland Heights-ის საიდუმლოებები“. 1982 წელს ითამაშა თრილერში, „ბოლოს ყველა იღებს“. ამ ფილმში მონაწილეობის შემდეგ, მას უწოდეს „1982 წლის ახალი პერსპექტიული მსახიობი“. ჰამილტონის შემდეგი მნიშვნელოვანი როლი შედგა ფილმში, ტერმინატორში, რომლის პირველი ნაწილი 1984 წელს გამოვიდა. ფილმმა მოულოდნელად მოიპოვა დიდი წარმატება.[6][7][8] ტერმინატორის შემდეგ, ტომი ლი ჯოუნსთან ერთად მონაწილეობა მიიღო თრილერში, „შავი მთვარე ამოდის“. ამის შემდეგ ჰამილტონი უბრუნდება ტელე-სერიალებში მონაწილეობის მიღებას და კეტრინ ჩანდლერის როლს თამაშობს, „მზეთუნახავსა და ურჩხულში“. ამ როლის შესრულებისთვის, ჰამილტონი დაჯილდოვდა ემის ჯილდოთი და ოქროს გლობუსით. ჰამილტონმა სერიალში მონაწილეობა 1989 წელს შეწყვიტა, ხოლო სერიალის გადაღებები 1990 წელს დამთავრდა.

1990 წელს მაიკლ კეინთან ერთად ითამაშა ამერიკულ ფანტასტიკაში, „ბატონი ბედი“, ხოლო 1991 წელს, ტერმინატორის მეორე ნაწილში, „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“. 1995 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში, „დედის ლოცვა“, ფილმში ითამაშა დედის როლი, რომელსაც დაკარგული ჰყავს ქმარი და დიაგნოზირებულია შიდსის დაავადებით.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰამილტონი 1982 წელს დაქორწინდა ბრიუს ებოტზე, რომელმაც ჰამილტონი მიატოვა 1989 წელს, მაშინ როდესაც ლინდა თავის პირველ შვილზე, დალტონზე იყო ფეხმძიმედ.[9] 1991 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა კანადელ რეჟისორთან, ჯეიმზ კამერონთან ერთად. მათ 1993 წელს ეყოლათ ქალიშვილი, სახელად ჯოზეფინა კამერონი. წყვილი დაქორწინდა 1997 წელს, თუმცა მათი ქორწინება 1999 წელს, 50 მილიონიანი განქორწინების ხელშეკრულებით დამთავრდა.[10]

ჰამილტონი თავის თავს, პოლიტიკური შეხედულებების მხრივ, დემოკრატად ასახელებს. თუმცა, 2003 წელს კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში მან ხმა მისცა, ტერმინატორის თანაგუნდელს, არნოლდ შვარცნეგერს, მას შემდეგ, რაც შვარცნეგერმა დაარწმუნა ჰამილტონი რომ ამ თანამდებობისთვის შესაფერისი იყო..[11]

ჰამილტონის ტყუპი და ლესლი 2020 წლის 22 აგვისტოს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Linda Hamilton Biography (1956–). Film Reference. ციტირების თარიღი: November 14, 2010.
  2. Pfefferman, Naomi. (May 16, 2002) The 'Jewish' Side of Linda Hamilton. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 16, 2015. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
  3. Philadelphia Inquirer: Search Results. nl.newsbank.com. ციტირების თარიღი: December 1, 2015.
  4. Leslie Freas - Obituary. Legacy.com (August 27, 2020). ციტირების თარიღი: August 27, 2020.
  5. Linda Hamilton's Twin Sister Leslie Hamilton Freas Dies at 63. ციტირების თარიღი: 2020-08-30
  6. The Terminator – Box Office Data. The Numbers. ციტირების თარიღი: September 19, 2010.
  7. The Top Movies, Weekend of November 9, 1984. The Numbers. ციტირების თარიღი: September 19, 2010.
  8. 'The Terminator' surprises the critics; is a top grosser. Tri City Herald (November 30, 1984). ციტირების თარიღი: September 19, 2010.[მკვდარი ბმული]
  9. Linda Hamilton Biography - Yahoo! Movies დაარქივებული 2014-03-01 საიტზე Wayback Machine.
  10. Forbes: Michael Jordan's Divorce Most Costly Ever. Fox News (2007-04-16). ციტირების თარიღი: December 15, 2008.
  11. Linda Hamilton: 'I Voted for Scwarzenegger'. starpulse.com (2007-07-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: August 30, 2010.