ტასილინ-აჯერი
ტასილინ-აჯერი (არაბ. طاسيلي ناجر) — მთათა სისტემა საჰარის უდაბნოში. წარმოადგენს ალჟირის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლიბიის, მალის და ნიგერის საზღვართან მდებარე ვრცელ პლატოს, რომლის ფართობიც 72 000 კმ²-ს შეადგენს. ტერიტორია გამოირჩევა მხატვრობების, გრავიურების და სხვა პრეისტორიული ნაშთების განსაკუთრებული სიმრავლით. ძვ. წ. 10 000 წლიდან ახალი წელთაღრციხვის დასაწყისამდე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხებმა დატოვეს უამრავი არქეოლოგიური ნაშთი - საცხოვრებლები, სამარხები და ზღუდეები, რომლებიც უხვადაა შემკული ქვისა და კერამიკის მასალებით. აქ ასევე ხშირია კლდის მხატვორბა, რომელთა აღმოჩენამას 1933 წელს, ტასილი მთელს მსოფლიოს გააცნო. ნაპოვნია ასევე 15 000 გრავიურა.
ტასილინ-აჯერის ეროვნული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ალჟირი |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | i, iii, vii, viii |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
კოორდინატები | 25°10′00″ ჩ. გ. 8°10′00″ ა. გ. / 25.16667° ჩ. გ. 8.16667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) |
ნომერი | 179 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მასივის უახლოესი ქალაქია მისგან 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჯანეტი. მთის მასივის უდიდესი ნაწილი, რომელიც კვიპაროზებსა და არქეოლოგიურ ძეგლებს მოიცავს, დაცულია ეროვნული პარკის, ბიოსფერული ნაკრძალისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით, მას ტასილინ-აჯერის ეროვნულ პარკს უწოდებენ.
არეალი გეოლოგიისა და ესთეტიკის დიდი ინტერესის საგანია: სხვადასხვა გეოლოგიური ფორმაციებისა და ეროზირებულ ქვიშაქვის „კლდის ტყეების" პანორამა მთვარის ზედაპირს წააგავს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nice Video from Youtube
- The natural arches of the Tassili n'Ajjer
- Tassili n'Ajjer - fjexpeditions.com
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 179 ინგლ. • რუს. • ფრ. |