ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტარინკოტი (დარი: ترين کوت) — ასევე, გამოითქმის, როგორც ტარინ კოვტი, ქალაქია სამხრეთ-ცენტრალურ ავღანეთში და წარმოადგენდა ურუზგანის პროვინციის დედაქალაქის ფუნქციას.[1][2] ქალაქი ზღვის დონიდან მდებარეობს 1 317 მეტრზე (4 321 ფუტი) და დაკავშირებულია საგზაო ქსელთან ყანდაარიდან სამხრეთის მიმართულებით,[3][4] დაიკუნდის პროვინცია ნილიდან ჩრდილოეთის, ხოლო ღაზნის პროვინციის მალისტანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს.

დასახლებული პუნქტი
ტარინკოტი
ترينکوټ

ადგილმდებარეობა ავღანეთში
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
კოორდინატები 32°37′27″ ჩ. გ. 65°52′36″ ა. გ. / 32.6241694° ჩ. გ. 65.8766694° ა. გ. / 32.6241694; 65.8766694
ცენტრის სიმაღლე 4 321 ფუტი, იგივე 1 317
მოსახლეობა

2015

ჯამში: 71 604 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+4:30
პროვინცია ურუზგანის პროვინცია
რაიონი ტარინკოტი
ტარინკოტი — ავღანეთი
ტარინკოტი

ტარინკოტის რაიონის ფარგლებში, 2015 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 71 604 ადამიანს.[5] რაიონში, ორი მთავარი პუშტუნები ტომობრივი კონფედერაცია არის წარმოდგენილი, ტარინის ტომები: პოპალზაი, ბარაქზაი, ნურზაი, აჩაკზაი; ხოლო გილზაის ტომები: ტოხი, ჰოტაკი.

რაიონის უმეტესი მიწები კლასიფიცირებულია, როგორც დაუსახლებელი (69%), საიდანაც სოფლის მეურნეობა შეადგენდა 67%-ს. საცხოვრებელი მიწის 47% დასახლებულია.[5] ტარნიკოტის აეროპორტი მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში, რომელიც მეორე ყველაზე დიდი სამოსახლო მიწის მომხმარებელია (24%).[5]

2021 წლის აგვისტოს თალიბანის შეტევისას, ყველა ავღანური ეროვნული უსაფრთხოების ძალა, რომელიც ექვემდებარებოდა აშრაფ ღანის, თალიბანს დამორჩილდა.[6] ტარინკოტი განაგრძობდა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ადგილი იყო ქვეყანაში.[7]

ტარინკოტი იყო ლოი ყანდაარის (დიდი ყანდაარის) ისტორიული ნაწილი. ეს ადგილი რჩებოდა ტარინის (ან, ტარეენის), პუშტუნების ტომობრივი სარდარის, ახ. წ.-ის ადრეულ მე-12 და მე-13 საუკუნეებში.[8] და მოგვიანებით, ზოგიერთი მათგანი ემიგრირდა ინდოეთის ნახევარკუნძულზე მოგოლ-სეფიანთა ომის (1622-1623 წწ.) დროს ან ომიდან მოყოლებული.

21-ე საუკუნე

რედაქტირება

2001 წლის 16 ნოემბერს, ტერიტორიაზე არსებული ანტი-თალიბანური ჯგუფები წინ აღუდგნენ თალიბან გუბერნატორს, რამაც განაპირობა პირველი ორგანიზებული პუშტუნების წინააღმდეგობა თალიბანის მიმართ. შემდგომი გაურკვეველი სახელმწიფო მოღვაწე ჰამიდ ქარზაი იმ დროს იყო რეგიონში და ცდილობდა სამხედრო დაჯგუფებების ორგანიზებას იმ ფონზე, რომ მას მხარს უჭერდა 11 კაციანი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების გუნდი, ცნობილი, როგორც ოპერატიული ალფა რაზმი 574.[9] თალიბანმა კონტრშეტევა წამოიწყო, დაუპირისპირდა ქარზაის და მის დაჯგუფებას, რომელიც ცდილობდა ქალაქის დაცვას. აშშ-ის საჰაერო ძალების მხარდაჭერით, თალიბანი განიდევნა ტარინკოტიდან.[10]

2004 წელს ტარინკოტში აშენდა ამერიკული ბაზა, სახელწოდებით FOB Ripley, რომელსაც ეწოდა ამერიკელი საზღვაო ქვეითის, ჯონ რიპლის სახელი.[11] ბაზა შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც ძირითადად შედგება 22-ე საზღვაო საექსპედიციო ნაწილისგან (რომელიც სპეციალური ოპერაციებისთვის იყო გაწვრთნილი) (22ndMEU SOC), 2-5 ქვეითი (ბობკეტები)/3-ე BDE/25-ე ქვეითი დივიზია, აშშ-ს არმიის სამოქალაქო მიმართულება და ფლორიდა; და აიოვას 168-ე ეროვნული გვარდიის სამუშაო ჯგუფი 2004 წლის მაისში. შემდგომში სხვა უცხოური სამხედრო ძალები მოქმედებდნენ ტარინკოტის გარეთ ბაზაზე.

22-ე MEU SOC-ის მიერ მართული „ოპერაცია მთის ქარიშხალის“ განხორციელების შემდეგ, თალიბანის ძალების უმეტესობა ავღანეთსა და პაკისტანს შორის მთიან რეგიონში გადავიდა. 2006 წლის აგვისტოში, როდესაც ISAF-ის მისიამ აიღო პასუხისმგებლობა სამხრეთ ავღანეთის უსაფრთხოებაზე, ჰოლანდიელმა ჯარებმა ააშენეს „ბანაკი ჰოლანდი“, რომელიც მოგვიანებით გახდა მრავალეროვნული ბაზა „ტარინ კოტი“.

2007 წლის მარტიდან „აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა“ (USACE) დაიწყო გზის მშენებლობა ტარინკოტიდან დასავლეთით დეჰ რაჰვოდამდე და შემდეგ შაჰიდი ჰასასის ოლქამდე, ორუზგანის პროვინციის დასავლეთ რაიონებში. ამავდროულად, USACE-მ ასევე დაიწყო ქვაფენილისა და ხიდის მშენებლობა ყანდაჰარის გზის გაუმჯობესების მიზნით.

2010 წლის 4 ივლისს, ჰოლანდიელების ურუზგანიდან გასვლის შემდეგ, ამერიკელმა ჯარისკაცებმა, 1-ლი ესკადრილიიდან, ისევე, როგორც მე-2 სტრაიკერის საკავალერიო პოლკიდან, ტარინკოტში და დეჰ რაჰვოდში წარმოებულ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა აიღეს.

2011 წლის 27 ივლისს, ახალგაზრდა პაკისტანელი მამაკაცი ვაზირისტანის რეგიონიდან, მულა ქასიმის სახლზე დარბევის დროს, ტირინკოტის მახლობლად სურ-მარღაბის რაიონში, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ISAF-ის ძალებმა ტყვედ აიყვანეს. Pajhwok Afghan News-ის რეპორტიორმა აჰმად ომაიდ ხპალვაკმა ინტერვიუ აიღო მომავალი თავდამსხმელის, საიფულაჰისგან. ინტერვიუში საიფულაჰამ თქვა, რომ მან და კიდევ 14 პაკისტანელმა, სულ მცირე ორი თვე გაატარეს ხეტიალში, რათა შეერჩიათ თავდასხმისთვის შესაფერისი დრო და ადგილი. „ბევრჯერ შევხვდით უცხოელებს, მაგრამ მულა ქასიმმა გაქცევა მოახერხა უცხოელების ნახვის შემდეგ და ბოლოს, ჩვენ დაგვჭირეს ყოველგვარი თავდასხმის განხორციელების გარეშე“, - თქვა მან.[12]

 
აშშ-ს არმიის ჯარისკაცი 2013 წლის ივნისში უყურებს ავღანელებს ტარინკოტის გზაზე.

მომდევნო დღეს, 28 ივლისს, დაახლოებით დღის 12 საათზე, სამმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დაიწყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანების აფეთქება მთავრობის კარიბჭესთან მაშინ, როცა სხვა მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი თვითმკვლელი თავდასმხმელები შევიდნენ შენობაში და შიგნით ყველას დახოცვა დაიწყეს. სროლის დასასრულს, სულ მცირე, 19 ადამიანი იყო მოკლული, ხოლო 37 ადამიანი ‒ დაჭრილი. დაღუპულთა შორისაა Pajhwok-ის რეპორტიორი ხპალვაკი, 10 ბავშვი, 2 ქალი და ავღანეთის ეროვნული პოლიციის 1 წევრი. ხპალვაკს სხეულის სხვადასხვა ნაწილში 20-ჯერ ესროლეს.[13]

2011 წლის 1 მარტს ამერიკელმა ჯარისკაცებმა მე-4 ბატალიონის 70-ე ჯავშანტექნიკის პოლკიდან პასუხისმგებლობა აიღეს ტარინკოტზე და დეჰ რავოდზე. 2011 წლის 23 ნოემბერს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა პირველი დაზვერვის, მეთვალყურეობისა და სამიზნეების შეძენის ესკადრილიიდან, კერძოდ, მე-14 კავალერიის პოლკიდან[14] პასუხისმგებლობა აიღეს ტარინკოტში წარმოებულ ოპერაციებზე.

2016 წლის სექტემბერში, ტარინკოტი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ თალიბანელი ჯარისკაცების მხრიდან, რომელმაც ყანდაარ-ტარინკოტის გზატკეცილის ოკუპაცია განახორციელა და თავად ტარინკოტზე თავდასხმა მიიტანა.[15][16] ტარინკოტი მთლიანად დაიპყრო თალიბანმა 2021 წლის თალიბანის შეტევის დროს.[6]

გეოგრაფია

რედაქტირება

ტარინკოტი გარკვეულწილად გარშემორტყმულია: ის მოქცეულია ორ მდინარეს შორის, საიდანაც სხვადასხვა ზომის არხის ქსელით მარაგდება ახლომდებარე ფერმები.

ტარინკოტს აქვს ცივი ნახევრად არიდული კლიმატი (Köppen კლიმატის კლასიფიკაცია BSk) ცხელი ზაფხულით და გრილიდან ცივი ზამთრით. ნალექები დაბალია და უმეტესად დეკემბრიდან მარტამდე მოდის. თოვლის ნახვა ყოველ ზამთარს შეიძლება.

ეკონომიკა

რედაქტირება

ტარინკოტის მაცხოვრებლების შემოსავლის მთავარი წყარო ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი.[17] ქალაქი საგზაო ქსელით არის დაკავშირებული სამხრეთით ყანდაჰართან,[3][4] ჩრდილოეთით დაიკუნდის პროვინციის ნილიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით ღაზნის პროვინციის მალისტანთან. ტარნიკოტის აეროპორტი ემსახურება როგორც ურუზგანის, ისე დეიკუნდის პროვინციების მოსახლეობას.

კრიკეტი და ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობები ხსენებულ ტერიტორიაზე. ქალაქს აქვს ერთი ძირითადი მრავალფუნქციური სტადიონი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Context Analysis URUZGAN Province (PDF). Royal Netherlands Embassy in Kabul, Afghanistan (19 October 2006). ციტირების თარიღი: 2024-04-10.
  2. Brown, James. (July 29, 2011)Tarin Kowt and the battle for minds. Australia: ABC News.
  3. 3.0 3.1 Call to speed up Kandahar-Uruzgan highway repair work. Pajhwok Afghan News (9 December 2023). ციტირების თარიღი: 2024-04-08.
  4. 4.0 4.1 Calls Mount to Speed Up Work on Uruzgan-Kandahar Highway. TOLOnews (28 November 2023). ციტირების თარიღი: 2024-04-08.
  5. 5.0 5.1 5.2 The State of Afghan Cities Report 2015. United Nations Human Settlements Programme. ციტირების თარიღი: 2015-10-31.
  6. 6.0 6.1 Taliban sweep across Afghanistan's south, take 3 more cities. AP News (August 13, 2021). ციტირების თარიღი: 2021-08-13.
  7. Lack of Bridge Over Tarinkot River Creates Challenges (9 January 2024). ციტირების თარიღი: 2024-04-08.
  8. Dr SB Panni. Tareekh i Hazara Peshawar, 1969 ed., გვ. 301. 
  9. Afghanistan: Home Free. Time (August 11, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 8, 2011.
  10. The United States Army in Afghanistan - Operation ENDURING FREEDOM - October 2001-March 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2010.
  11. Keith A. Milks. (2004-05-10) 22d MEU (SOC)'s FOB in Afghanistan pays homage to Marine hero. Marine Corps News.
  12. „Bombing suspect says Pakistani mullahs brainwashed him“. 28 July 2011. ციტირების თარიღი: 20 June 2016.
  13. Khpalwak's last contact with Pajhwok (28 July 2011). ციტირების თარიღი: 20 June 2016.
  14. 14th Cavalry Regiment (United States), 14th Cavalry Regiment.
  15. Heavy Clashes Ongoing in Urozgan's City. Ariana News (September 7, 2016). ციტირების თარიღი: 2023-05-10.
  16. Snow, Shawn. (September 24, 2016)Afghanistan: Taliban Threaten Tarin Kot Again. The Diplomat. ციტირების თარიღი: 2023-05-10.
  17. "Trinkot Climate Normals 1972-1982". National Oceanic and Atmospheric Administration. Retrieved December 26, 2012.

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტარინკოტი“-დან