ტარიელ ხარხელაური

ქართველი პოეტი

ტარიელ ხარხელაური (დ. 11 დეკემბერი, 1946, სიმონიანთხევი) — ქართველი პოეტი.

ტარიელ ხარხელაური
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1946(1946-12-11) (77 წლის)
დაბადების ადგილი სიმონიანთხევი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ლირიკა
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და პრემია „საგურამო“
გავლენა მოახდინეს
საიტი armuri.georgianforum.com/t37-topic

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტარიელ პავლეს ძე ხარხელაური დაიბადა 1946 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან.

პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

1976 წელს, 30 წლის ასაკში ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან საბუთები გადაიტანა დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და ასე დაამთავრა უნივერისტეტი.

2004 წლის 3 სექტემბერს მოკლეს მისი შვილი, 23 წლის ბექა, რამაც უმძიმესი სულიერი ტრავმა დაამჩნია პოეტს, იგი გეგმავდა შეეწყვიტა ლექსების წერა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს. [წყარო არ არის მითითებული 429 დღე]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიული სიის მეორე ნომერი.[1]

მისი მეუღლე, მარინა ხარხელაური იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ჰყავს ორი ქალიშვილი: გვანცა და სოფი, ასევე - შვილიშვილები.

  • წუთისოფლის სიმფონია (ლექსები), თბ. : შპს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ : [ნუგზარ ჭიაბერაშვილი], 2012 (შპს „გამომცემლობა გრიფონის“ სტ.)
  • 100 ლექსი, თბ. : ინტელექტი, 2012[2]
  • მინდვრის ფსალმუნები (პოემა, ლექსები, წერილები), თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2008 — ISBN 978-9941-0-0747-7
  • აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა (ლექსები), თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2005 — ISBN 99940-0-590-1
  • იქ, მიღმა… (ლექსები), თბ. : ლომისი, 1998
  • საიდან მოველ, ვინა ვარ (ლექსები), თბ. : მერანი, 1985
  • წყალი საკალმახე (ლექსები), საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1978

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2010 — პრემია „საგურამო“, პოეზიის ნომინაციაში[3]
  • 2017 — თიანეთის საპატიო მოქალაქე (შემდგომში უარი თქვა)[4]
  • 2020 — კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედალი[5]
  • 2022 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი „ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თამაზ მეჭიაური — ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიული სია. ცესკო. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.[მკვდარი ბმული]
  2. ტარიელ ხარხელაური. გამომცემლობა „ინტელექტი“. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021
  3. „ილიაობა“ საგურამოში // „ლიტერატურული გაზეთი“, თბ., 12–25 ნოემბერი, 2010, № 38, გვ. 14.
  4. „რატომ თქვა უარი ტარიელ ხარხელაურმა „თიანეთის საპატიო მოქალაქეობაზე““. mtisambebi.ge. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „აბაშის მერია ტარიელ ხარხელაურს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედლით აჯილდოებს“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)