ტარიელ ნაკაიძე
ტარიელ ნაკაიძე (დ. 20 მარტი, 1976, ხულო)[1] — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ტარიელ ნაკაიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1976 |
დაბადების ადგილი | ხულო, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თურქეთის გმირთა სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
წარმოშობით არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეკეიძეებიდან. საშუალო განათლება მიიღო სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში (1992). [წყარო არ არის მითითებული 1253 დღე] უმაღლესი განათლება მიიღო თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარაში „გმირთა სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ უცხო ენეთა ფაკულტეტზე, არაბული ენისა და ლიტერატურის განხრით (1994–1999).
2001–2005 წლებში მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2004–2006 წლებში — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში. [წყარო არ არის მითითებული 1253 დღე] 2008–2020 წლებში იყო რელიგიურ ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე. 2018–2020 წლებში შპს „თარჯიმანი“-ის დირექტორი.
2020 წლიდან არის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია — ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტარიელ ნაკაიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ტარიელ ნაკაიძე. declaration.gov.ge (11 თებერვალი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2021