ტარიელ კიპაროიძე
ტარიელ პლატონის ძე კიპაროიძე (დ. 1 თებერვალი, 1948) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, მოქანდაკე. 1984 წლის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო კონგრესის მონაწილე, 1997 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოების ავტორი, Loveland Art Show-ის პირველი პრემიის ლაურეატი ქანდაკებაში (USA, loveland, 2009).
ბიოგრაფია
რედაქტირება1967-1969 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1970-1975 წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1978 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა არქიტექტურის თეორიის და ისტორიის სპეციალობით. 1974-1975 წწ. დაამუშავა თბილისის დედაციხე-მეტეხის ქალაქმშენებლური რესტავრაციის პროექტი, რომელსაც საკავშირო კონკურსზე მიენიჭა პირველი პრემია.
1976 წელს მის მიერ დამუშავებულ რესტავრაციის პროექტს ქალაქ სვერდლოვსკში გამართულ კონკურსზე აღინიშნა პირველი პრემიით და გამოქვეყნდა საკავშირო ჟურნალში. 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის განყოფილებას. 1976-1986 წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო განყოფილების გამგედ. 1981 წელს ძეგლთა დაცვის გაფართოებულმა სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა მის მიერ დამუშავებული ნარიყალას ციხე-სიმაგრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტი და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა პრაქტიკული სამუშაოები 1981-1991 წლებში. 1990-1997 წწ შეასრულა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის განახლების პროექტი და რეალიზაცია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძარში მასშტაბური სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა 1982-1999 წწ.
1982-1988 წწ. გამოიკვლია სურამის ციხე, დაამუშავა კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტი და ამავე პერიოდში განხორციელდა ძეგლის პრაქტიკული რესტავრაცია. 1986 წელს დაასრულა ნაბახტევის XI საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია.
1999-2009 წლებში მუშაობდა აშშ-ში, ქ. ცინცინატში (ოჰაიო) და დალასში (ტეხასი). მას ეკუთვნის ცინცინატის ანტიოქიის ეკლესიის რეკონსტრუქციის პროექტი, ვენერა მილოსელისა და მარკუს ავრელიუსის მარმარილოს ქანდაკების კონსერვაცია (2008). spring grove semetery-ის მემორიალური როტონდის რესტავრაცია (ცინცინატი, 2005)
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დაამუშავა ნარიყალას კომპლექსის კეთილმოწყობისა და სამრეკლოს პროექტი.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი
- 2022 — საქართველოს დამსახურებული არქეტექტორი[1]
- 2023 — წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი „კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტნილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ [წყარო არ არის მითითებული 253 დღე]
პუბლიკაციები
რედაქტირება- „ტ. კიპაროიძე, „ულუმბის ღვთისმშობლის მონასტრის შესწავლისათვის““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 35 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1974 წელი. — გვ. 36-47
- „ტ. კიპაროიძე, „თბილისი დედაციხის რესტავრაციის საკითხები““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 38 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1975 წელი. — გვ.
- „ტ. კიპაროიძე, „ახლადგამოვლენილი სიძველთა ნაშთები თბილისის სიონში““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 50 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1979 წელი. — გვ.
- „ტ. კიპაროიძე, „ზოგიერთი საკითხი თბილისის დედაციხის სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 61 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1982 წელი. — გვ.
- "მაღალს ციხეში არს ეკლესია" (გაზეთი კომუნისტი, 1990, 14 აპრილი, N88)
ლიტერატურა
რედაქტირება- Архитектура СССР (1976 წ. N12)
- საბჭოთა ხელოვნება (1976 წ. N6)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ლევან დავითაშვილმა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის წოდებები დარგის 13 სპეციალისტს გადასცა“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 15 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)