ტანეზრუფტი (ბერბერ.: Taneẓṛuft (შიშის და წყურვილის მიწა); არაბ. تنزروفت) — ქვიშოვან-ქვოვანი უდაბნო საჰარაში სამხრეთ ალჟირის და ჩრდილოეთ მალის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილი დედამიწაზე. ზღვის დონიდან მისი მაქსიმალური სიმაღლეა 362 მეტრი.

ტანეზრუფტი
ქვეყანა {{{ქვეყანა}}}

ტანეზრუფტის პლატო აჰაგარის მთების დასავლეთი გაგრძელებაა, ქმნის კუესტური ჯაჭვის (ტასილი) რგოლის დასავლეთ ნაწილს, რომელიც შემდგარია მონოკლინულად დაფენილი დანალექი ქანებით, რომელიც წამოწეულია აჰაგარის და ტიბესტის ფერდოებზე. რეგიონი წარმოადგენს ქვოვან უდაბნოს (ჰამადა), რომლის სიღრმეში გაფენილია კრისტალური წყალგაუმტარი ქანები.

რეგიონის უწყლობა აიხსნება ღორღის თხელ ფენაში ნალექების სწრაფი აორთქლებით.[1]

დასახლებული პუნქტები — ტაოდენი და ტაგაზა, არიან ქვამარილის მოპოვების ცენტრები და მდებარეობენ ტუარეგების საქარავნო გზებზე.

უდაბნოს ტერიტორიაზე გადის ტრანსსაჰარული მაგისტრალის განშტოება (მონაკვეთი ბეშარი (ალჟირი) — გაო (მალი)).

მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და ძირითადად წარმოდგენილია ტუარეგებით.

ტანეზრუფტის უდაბნოს ცენტრში არსებულ ინ-ეზანის გროტში ნაპოვნი იქნა კლდეზე შესრულებული ნახატები.

1960 წლის 13 თებერვალს ტანეზრუფტში ფრანგებმა ჩაატარეს საკუთარი პირველი ბირთვული იარაღის გამოცდა სიმძლავრით 20 კილოტონა (ფრანგ. Gerboise Bleue).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საჰარის უდაბნო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-15. ციტირების თარიღი: 2017-08-29.