ტავუშის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან ტავუში)
ეს სტატია ან განყოფილება სპეციალისტის ყურადღებას საჭიროებს. გთხოვთ დაგვეხმაროთ სტატიის გამართვაში. დეტალებისთვის იხილეთ განხილვის გვერდი |
ტავუში (სომხ. Տավուշ) — სომხეთის მარზი (პროვინცია). იგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით; ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საქართველო, ხოლო აღმოსავლეთიდან — აზერბაიჯანი. ტავუშის მარზის ადმინისტრაციული ცენტრია — იჯევანი. იგი მთლიანად ესაზღვრება ბარხუდარლისა და ზედა აკსიპარას აზერბაიჯანულ ანკლავებს, რომლებიც ოკუპირებულია სომხეთის მიერ ყარაბახის ომის შემდეგ. ტავუშის სხვა ქალაქებია: ნოემბერიანი, დილიჯანი და ბერდი. ტავუში რუსეთის სამეფოს დროს ჯერ თბილისის გუბერნიის, ხოლო შემდეგ ელიზავეტოპოლის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა.
ტავუში Տավուշ | |
---|---|
მდებარეობა | |
ინფორმაცია | |
დედაქალაქი | იჯევანი |
გუბერნატორი | აიკ ჩობანიანი (2019-დან) |
ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი მე-4 2,704 კმ² უმნიშვნელო |
მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-10 121,963 39.1/კმ² |
კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
3901-4216 AM.TV AM09 |
საიტი | www.tavushinfo.am/en/About_us |
რეგიონში მდებარეობს მრავალი ისტორიული მონასტერი, ტაძარი, ციხესიმაგრე. აღსანიშნავია გოშავანკი, მაკავარანკი და აღარძინის მონასტერი.
ტავუშს ესაზღვრება სომხეთის შემდეგი მარზები:
- გეღარქუნიქი — სამხრეთით;
- კოტაიქი — სამხრეთ-დასავლეთით;
- ლორე — დასავლეთით.