KIC 8462852
KIC 8462852[1] (ეპონიმურად — ტაბის ვარსკვლავი[2]) — F-ტიპის ძირითადი რიგის ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 1 480 სინათლის წლის მანძილზე. პროექტ Planet Hunters-ის ფარგლებში, სამოქალაქო მეცნიერებმა ვარსკვლავის სინათლის უჩვეულო მერყეობა აღმოაჩინეს. 2015 წლის სექტემბერში, პროექტში ჩართულმა ასტრონომებმა და სამოქალაქო მეცნიერებმა სამეცნიერო ნაშრომის პრეპრინტი აღწერილი მონაცემებითა და შესაძლო ინტერპრეტაციებით arXiv-ზე გამოაქვეყნეს.[1] აღმოჩენა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვილი მონაცემების საფუძველზე გაკეთდა. კეპლერი ეგზოპლანეტების ძიების პროცესში ვარსკვლავთა სიკაშკაშის ცვლილებასაც აკვირდება.[3]
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
თანავარსკვლავედი: | გედი |
პირდაპირი ასვლა: | 20სთ 06წთ 15.457წმ |
დახრილობა: | +44გრად 27მინ 24.61სეკ |
მანძილი: | 1480 |
მასა: | 1.43 |
რადიუსი: | 1.58 |
სიკაშკაშე: | 4.7 |
ზედაპირის გრავიტაცია: | 4.0±0.2 |
ტემპერატურა: | 6750±120 |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 11,7 |
KIC 8462852 ერთადერთი ვარკსვლავია, რომელსაც მსგავსი ქცევა ახასიათებს იმ 150 000 ვარსკვლავს შორის, რომელთაც კეპლერის მისია აკვირდება.[4]
ვარსკვლავის სიკაშკაშის დიდი, არარეგულარული ცვლილების ასახსნელად, განიხილება რამდენიმე ჰიპოთეზა. დაკვირვებადი ინფრაწითელი სხივების ნაკლებობის გამო, წამყვან ჰიპოთეზად მოიაზრება ცივი, მტვრიანი კომეტების ფრაგმენტების ჯგუფი, რომელიც ძლიერ ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრაობს.[5][6][7] ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ვარსკვლავის სინათლის ცვლილების მიზეზი შესაძლოა იყოს არამიწიერი გონიერი ცივილიზავიის მიერ აშენებული დაისონის სფერო, რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი დამოუკიდებელი კოსნტრუქციების დიდ რაოდენობას.[8][9][10][11] SETI-ს ინსტიტუტმა KIC 8462852-ის რადიო-შესწავლა დაიწყო, თუმცა ვარსკვლავიდან წამოსული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რადიოსიგნალები ჯერ არ დაუჭერია.[12][13][14][15]
ხილული მდებარეობა
რედაქტირებაKIC 8462852 გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს,[16] ვიზუალურად კაშკაშა ვარსკვლავებს — დენებსა და გედის დელტას შორის, თვალისათვის აღიქმება ჩრდილოეთის ჯვრის შემადგენელ ნაწილად.[17] KIC 8462852 განლაგებულია ვარსკვლავ გედი 31-ის სამხრეთით, ვარსკვლავთა კლასტერ NGC 6866-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით.[17]
KIC 8462852-ის ვარსკვლავიერი სიდიდე 11,7-ია და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა კარგად ჩანს 130 მილიმეტრიან ტელესკოპებში.[18]
დაკვირვების ისტორია
რედაქტირებავარსკვლავს ჯერ კიდევ 1890 წელს აკვირდებოდნენ.[19][20][21] შეტანილია Tycho-ს, 2MASS-ს, UCAC4-სა და WISE-ს ასტრონომიულ კატალოგებში.[22] (published in 1997, 2003, 2009 and 2012, respectively).[23][24][25][26]
KIC 8462852-ის სინათლის მერყეობის შესახებ არსებული ინფორმაციის ძირითადი წყაროა 2009 წელს გაშვებული კეპლერის კოსმოსური ობსერვატორია.[27]
ნათება
რედაქტირებავარსკვლავის ნათებაზე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვება აჩვენებს სიკაშკაშის პატარა, ხშირ, არაპერიოდულ მერყეობას. მათ შორისაა სინათლის ორი დიდი შესუსტება 750-დღიანი შუალედით. ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებათა ამპლიტუდა და ამ ცვილიებათა აპერიოდულობა ამ ვარსკვლავს ასტრონომთათვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.[11]
KIC 8462852-ის პირველი ძირითადი ჩაქრობა 2011 წლის 5 მარტს დააფიქსირეს, როდესაც ვარსკვლავის სიკაშკაშე 15%-ით შემცირდა, 2013 წლის 28 თებერვალს კი 22%-ით. შედარებისათვის, იუპიტერის ზომის პლანეტაც კი, ვარსკვლავის სიკაშკაშეს მხოლოდ 1%-ით შეამცირებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავის სინათლეს პლანეტა არ ბლოკავს, ეს რაღაც ვარსკვლავს ნახევარ სიგანეზე ეფარება.[11] კეპლერის მწყობრიდან გამოსვლის გამო, 2015 წელს ჩაქრობის მომენტი ვერ დაფიქსირდა.[1][10] შემდეგი დაკვირვება 2017 წლის მაისისთვის იგეგმება.[10]
თითქმის საუკუნის წინანდელი ფოტოების შესწავლის შემდეგ ნათელი ხდება, რომ 1890-დან 1989 წლამდე ვარსკვლავის ნათება დაახლოებით 20%-ითაა შემცირებული, რაც უპრეცედენტო მოვლენაა F-ტიპის ნებისმიერი ძირითადი რიგის ვარსკვლავისათვის.[19][20]
კეპლერის ობსერვატორიის მიერ სინათლის გაზომვის 4-წლიან პერიოდში გამოვლინდა, რომ KIC 8462852-ს ბრწყინვალება 0.34%-ით შემცირდა, სანამ 200 დღეში დრამატულად, 2,5%-ით კიდევ შემცირდებოდა. ამის შემდეგ, სიკაშკაშე ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. სინათლის მსგავსი შემცირება არ შეინიშნება KIC 8462852-ის მეზობლად მდებარე 500 ვარსკვლავიდან არც ერთზე და არც მისი ზომის 500 სხვა ვარსკვლავზე.[28]
ჰიპოთეზები
რედაქტირებაKIC 8462852-ის სპექტრისა და ვრასკვლავური ტიპიდან გამომდინარე, მისი სიკაშკაშის ცვლილება კავშირში ვერ იქნება ცვალებად ვარსკვლავთან.[1] შესაბამისად, გაჩნდა რამდენიმე ჰიპოთეზა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბრუნავს მის გარშემო, რაც მის შუქს ბლოკავს, დაწყებული გიგანტურ პლანეტათა სერიით, დამთავრებული ძალიან დიდი სტრუქტურებით.[29][30] თუმცა, ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ შეუძლია ამოხსნას საიდუმლო.
ახალგაზრდა ვარსკვლავი და მის გარშემო მოძრავი მატერიალები
რედაქტირებაასტრონომ ჯეისონ ვრაითის აზრით, რომელიც KIC 8462852-ს იკვლევდა, შესაძლოა ვარსკვლავი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და მის გარშემო ჯერ კიდევ ბრუნავს მასთან დაკავშირებული უამრავი ნივთიერება.[31][32][33]
თუმცა, NASA-ს მიკრონული სპექტროსკოპილი შესწავლის შედეგად, ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი მასთან დაკავშირებული მატერიალების არსებობა არ გამოვლინდა.[5][34]
პლანეტური ნამსხვრევების ველი
რედაქტირებაჩატარდა მაღალი რეზოლუციის სპექტროსკოპია და ფოტოგრაფიული დაკვირვება, აგრეთვე სპექტრული ენერგიის განაწილების ანალიზები, რომლის დროსაც ესპანეთში მდებარე ჩრდილოეთის ოპტიკური ტელესკოპი გამოიყენეს.[1][29] მასიური შეჯახების სცენარი თბილი მტვრის გროვებს შექმნიდა, რაც ინფრაწითელ სხივებში აისახებოდა. თუმცა, დაკვირვებების შედეგად არ ვლინდება გადაჭარბებული ინფრაწითელი ენერგია, რომელიც მასიური პლანეტური შეჯახებებისას წარმოიქმნებოდა. სხვა მკვლევართა აზრით, პლანეტური ნამსხვრევების ველის არსებობა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ამ ზომის შეჯახებები უიშვიათესად ხდება.[1]
NASA-ს ინფრაწითელი შესაძლებლობების მქონე ტელესკოპით დაკვირვებისას, ვრასკვლავის გარშემო მბრუნავი მატერიალების არსებობა არ დასტურდება.[5][34] NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და Wide-field Infrared Survey Explorer-ის კვლევებმა ვარსკვლავზე ჭარბი ინფრაწითელი ენერგიის გამოყოფა არ დაადასტურა, რაც ინდიკატორი იქნებოდა სისტემაში არსებული პლანეტებისა თუ მეტეორების კატასტროფული შეჯახებების შედეგად წარმოქმნილი თბილი მტვრის ღრუბლებისა. ეს კი მხარს უჭერს თეორიას, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავის სინათლის უცნაური ცვლილების მიზეზი შესაძლოა იყოს ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრავი ცივი კომეტების გროვა, თუმცა ეს თეორია მეტ კვლევას საჭიროებს.[5][35]
დეზინტეგრირებული კომეტების ღრუბელი
რედაქტირებავარსკვლავის სინათლის შემცირების ერთ-ერთი ახსნა შესაძლოა იყოს დეზინტეგრირებული კომეტების ღრუბელი, რომელიც ვარსკვლავის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს.[1][5][7][36] ამ სცენარით, ახლომდებარე ვარსკვლავის გრავიტაცია შესაძლოა KIC 8462852-ის ორტის ღრუბლიდან სისტემაში კომეტების შეჭრას იწვევდეს. ამ ჰიპოთეზას მხარს უჭერს KIC 8462852-დან 132 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა. თუმცა, საეჭვოა, რომ ორტის ღრუბლიდან შეჭრილი და ელიფსურ ორბიტაზე მოძრავი კომეტები საკმაირის იყოს იმისათვის, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშე 22%-ით შეამციროს.[11]
სისტემის კოიპერის სარტყლის მიღმა ცივი მტვრის სუბმილიმეტრული ტალღის სიგრძითი კვლევა აჩვენებს, რომ კატასტროფული პლანეტური შეჯახებები ნაკლებ სავარაუდოა.[37]
ხელოვნური მეგასტრუქტურა
რედაქტირებაასტრონომ ჯეისონ ვრაითისა[31][32] და KIC 8462852-ის სხვა მკვლევართა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ობიექტები, რომლებიც ვარსკვლავს აბნელებს შესაძლოა უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის მეგასტრუქტურის, მაგალითად დაისონის სფეროს შემადგენელი ნაწილი იყოს.[33][8][36][38][39][40] დაისონის სფერო ჰიპოთეტური სტრუქტურაა, რომელიც შესაძლოა მოწინავე ცივილიზაციამ ვარსკვლავის გარშემო ააშენოს, რათა მისი სინათლე სრულად გამოიყენოს საჭირო ენერგიის მისაღებად.[41][42][43] ამ ფაქტის მედიაში ფართოდ გაშუქების გამო, KIC 8462852 კეპლერის მკვლევარმა სტივ ჰოუელმა ვარსკვლავ KIC 4110611-ს შეადარა, რომელიც ასევე განიცდიდა სიკაშკაშის გარკვეულ ცვლილებას, თუმცა როგორც წლების მანძილზე მიმდინარე კვლევის შემდეგ დადგინდა, იგი ხუთვარსკვლავიანი სისტემის ნაწილი იყო.[44] ვრაითის აზრით, ვარსკვლავის სინათლის შემცირების მიზეზად არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა, ვარსკვლავი ნამდვილად რჩება SETI-ს (არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა) მთავარ სამიზნედ, რადგან აქამდე არსებული კვლევები ჯერ კიდევ ვერ ხსნის ვარსკვლავის სიკაშკაშის შემცირების ფენომენს.[33][38]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kepler light curve data at STScI.edu
- "The Most Mysterious Star in the Universe" YouTube-ზე, a TED Talk by Tabetha Boyajian
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Boyajian, T. S.; LaCourse, D. M.; Rappaport, S. A.; Fabrycky, D.; Fischer, D. A.; et al. (April 2016). „Planet Hunters IX. KIC 8462852 – where's the flux?“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 457 (4): 3988–4004. arXiv:1509.03622. Bibcode:2016MNRAS.457.3988B. doi:10.1093/mnras/stw218.
- ↑ Wenz, John (9 February 2016). „NASA's Next Great Telescope Will Settle This Alien Megastructure Mystery For Good“. Popular Mechanics. ციტირების თარიღი: 13 February 2016.
- ↑ Grush, Loren (16 October 2015). „Why it's so hard for astronomers to discuss the possibility of alien life“. The Verge. ციტირების თარიღი: 17 October 2015.
- ↑ Mysterious Happenings Around the Star KIC 846852. Smithsonian Astrophysical Observatory (13 May 2016). ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Clavin, Whitney; Johnson, Michele. Strange Star Likely Swarmed by Comets. NASA (24 November 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
- ↑ Griffin, Andrew (25 November 2015). „Star that could have ‘alien megastructure’ around it is almost certainly covered by a swarm of comets, Nasa says“. The Independent. ციტირების თარიღი: 26 November 2015.
- ↑ 7.0 7.1 Bodman, Eva H. L.; Quillen, Alice (27 November 2015). "KIC 8462852: Transit of a Large Comet Family". arXiv:1511.08821 [astro-ph.EP].
- ↑ 8.0 8.1 Andersen, Ross (13 October 2015). „The Most Mysterious Star in Our Galaxy“. The Atlantic. ციტირების თარიღი: 13 October 2015.
- ↑ Kaplan, Sarah (15 October 2015). „The strange star that has serious scientists talking about an alien megastructure“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Aron, Jacob (18 September 2015). „Citizen scientists catch cloud of comets orbiting distant star“. New Scientist. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 Plait, Phil (14 October 2015). „Did Astronomers Find Evidence of an Alien Civilization? (Probably Not. But Still Cool.)“. Slate. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
- ↑ „Looking For Deliberate Radio Signals From KIC 8462852“. 5 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 November 2015.
- ↑ „Looking for Deliberate Radio Signals from KIC 8462852“ (პრეს-რელიზი). The SETI Institute. 5 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 November 2015.
- ↑ Harp, G. R.; Richards, Jon; Shostak, Seth; Tarter, J. C.; Vakoch, Douglas A.; Munson, Chris (5 November 2015). "Radio SETI Observations of the Anomalous Star KIC 8462852". arXiv:1511.01606 [astro-ph.EP].
- ↑ Schuetz, Marlin; Vakoch, Douglas A.; Shostak, Seth; Richards, Jon (8 December 2015). "Optical SETI Observations of the Anomalous Star KIC 8462852". arXiv:1512.02388 [astro-ph.EP]. Submitted to The Astrophysical Journal Letters.
- ↑ KIC10 Search Results. Space Telescope Science Institute. ციტირების თარიღი: 16 October 2015.
- ↑ 17.0 17.1 Sinnott, Roger W. (2010). Sky & Telescope's Pocket Sky Atlas, 3rd, Cambridge, Massachusetts: Sky Publishing. ISBN 978-1-931559-31-7.
- ↑ Masi, Gianluca. (16 October 2015) KIC 8462852: A star and its secrets. The Virtual Telescope Project 2.0. ციტირების თარიღი: 22 October 2015.
- ↑ 19.0 19.1 Aron, Jacob (15 January 2016). „Comets can't explain weird ‘alien megastructure’ star after all“. New Scientist. ციტირების თარიღი: 16 January 2016.
- ↑ 20.0 20.1 Schaefer, Bradley E. (13 January 2016). "KIC 8462852 Faded at an Average Rate of 0.165+-0.013 Magnitudes Per Century From 1890 To 1989". arXiv:1601.03256 [astro-ph.SR].
- ↑ Hippke, Michael; Angerhausen, Daniel (8 February 2016). "KIC 8462852 did likely not fade during the last 100 years". arXiv:1601.07314v2 [astro-ph.EP].
- ↑ TYC 3162-665-1. SIMBAD. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ Hipparcos. European Space Agency. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ About 2MASS. California Institute of Technology. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ USNO CCD Astrograph Catalog (UCAC). United States Naval Observatory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ Clavin, Whitney; Harrington, J. D.. NASA Releases New WISE Mission Catalog of Entire Infrared Sky. NASA (14 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ Kepler: FAQ. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ Fecht, Sarah (5 August 2016). „Scientists In The Dark Over Years-Long Dimming Of 'Alien Megastructure Star'“. Popular Science. ციტირების თარიღი: 5 August 2016.
- ↑ 29.0 29.1 Rzetelny, Xaq (16 October 2015). „Something—we're not sure what—is radically dimming a star's light“. Ars Technica. ციტირების თარიღი: 17 October 2015.
- ↑ Siegel, Ethan (16 October 2015). „No, Astronomers Probably Haven't Found 'Alien Megastructures'“. Forbes. ციტირების თარიღი: 17 October 2015.
- ↑ 31.0 31.1 King, Bob (16 October 2015). „What's Orbiting KIC 8462852 – Shattered Comet or Alien Megastructure?“. Universe Today. ციტირების თარიღი: 16 October 2015.
- ↑ 32.0 32.1 Laker, Chris (16 October 2015). „‘Alien megastructure’ may explain light patterns from ‘bizarre’ star, say scientists“. BT.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 17 October 2015.
- ↑ 33.0 33.1 33.2 Wright, Jason. (15 October 2015) KIC 8462852: Where's the Flux?. AstroWright. Pennsylvania State University. ციტირების თარიღი: 16 October 2015.
- ↑ 34.0 34.1 Lisse, Carey; Sitko, Michael; Marengo, Massimo (December 2015). „IRTF/SPeX Observations of the Unusual Kepler Light Curve System KIC8462852“. The Astrophysical Journal Letters. 815 (2). L27. arXiv:1512.00121. Bibcode:2015ApJ...815L..27L. doi:10.1088/2041-8205/815/2/L27.
- ↑ Marengo, Massimo; Hulsebus, Alan; Willis, Sarah (November 2015). „KIC 8462852: The Infrared Flux“. The Astrophysical Journal Letters. 814 (1). L15. arXiv:1511.07908. Bibcode:2015ApJ...814L..15M. doi:10.1088/2041-8205/814/1/L15.
- ↑ 36.0 36.1 Fecht, Sarah (13 October 2015). „Have We Detected Megastructures Built By Aliens Around A Distant Star? Or Just A Cloud Of Comets? Scientists Want To Investigate Further“. Popular Science. ციტირების თარიღი: 14 October 2015.
- ↑ Thompson, M. A.; Scicluna, P.; Kemper, F.; Geach, J. E.; Dunham, M. M.; et al. (May 2016). „Constraints on the circumstellar dust around KIC 8462852“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters. 458 (1): L39–L43. arXiv:1512.03693. Bibcode:2016MNRAS.458L..39T. doi:10.1093/mnrasl/slw008.
- ↑ 38.0 38.1 Wright, Jason T.; Cartier, Kimberly M. S.; Zhao, Ming; Jontof-Hutter, Daniel; Ford, Eric B. (January 2016). „The Ĝ Search for Extraterrestrial Civilizations with Large Energy Supplies. IV. The Signatures and Information Content of Transiting Megastructures“. The Astrophysical Journal. 816 (1). 17. arXiv:1510.04606. Bibcode:2016ApJ...816...17W. doi:10.3847/0004-637X/816/1/17.
- ↑ „Good night, sleep tight: Advanced alien civilisations rare or absent in the local Universe“ (პრეს-რელიზი). ASTRON. 15 September 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
- ↑ Williams, Lee (15 October 2015). „Astronomers may have found giant alien 'megastructures' orbiting star near the Milky Way“. The Independent. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
- ↑ Jones, Morris (November–December 2015). „Reconsidering macro-artefacts in SETI searches“. Acta Astronautica. 116: 161–165. doi:10.1016/j.actaastro.2015.07.011.
- ↑ O'Neill, Ian (14 October 2015). „Has Kepler Discovered an Alien Megastructure?“. Discovery.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 17 October 2015.
- ↑ Siemion, Andrew. (29 September 2015) Prepared Statement by Andrew Siemion – Hearing on Astrobiology. House Committee on Science, Space, and Technology. SpaceRef.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 October 2015.
- ↑ „Mysterious star stirs controversy in astronomy world“. The Express Tribune. Agence France-Presse. 20 October 2015.