ტაბასუმ ადნანი
ტაბასუმ ადნანი (ურდუ تبسم عدنان, დ. 1977, სვატი, ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინცია) — პაკისტანელი ქალთა უფლებების აქტივისტი სვატის ხეობიდან. 2015 წელს მან მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის პაკისტანელი ქალებისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფის მცდელობისთვის.[1]
ტაბასუმ ადნანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1977 |
დაბადების ადგილი | Swat District |
საქმიანობა | ქალთა უფლებების დამცველი და ადამიანის უფლებათა დამცველი |
მოქალაქეობა | პაკისტანი |
ჯილდოები | International Women of Courage Award |
ბიოგრაფია
რედაქტირებატაბასუმ ადნანი დაიბადა 1977 წელს და გაიზარდა სვატის ხეობაში, პაკისტანში.[2] 13 წლის ასაკში ის გახდა პატარძალი, როცა ქმარს გაშორდა, იგი იყო ოთხი შვილის დედა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. უსახლკაროდ და მხარდაჭერის გარეშე[1] დარჩენილმა ადნანმა მონაწილეობა მიიღო ქალთა გაძლიერების პროგრამაში, რომელსაც ადგილობრივი დამხმარე ჯგუფი აწარმოებდა. ამან შთააგონა იგი ემუშავა, რათა შეეცვალა ქალთა მდგომარეობა მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მან თავდაპირველად მიმართა სვატის ჯირგას, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისგან შედგებოდა, მაგრამ უარი მიიღო.[2] ჯირგები —ეს არის ტრადიციული არაფორმალური სასამართლო საბჭოები, რომლებიც აღასრულებენ ქისასის(ისლამურ კანონმდებლობაში დანაშაულთა ის კატეგორია, რომლებზეც შარიათი აწესებს ზუსტ სანქციას) კანონებს[3] და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან გამიზნული ფორმალური სასამართლო სისტემების ან პოლიციის პროცედურების ჩანაცვლებაზე, უხუცესთა გადაწყვეტილებებს საზოგადოება პატივს სცემს და ხშირად გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე.[4]
2013 წლის მაისში ადნანმა დააარსა საკუთარი ჯირგა,[4] პირველი ქვეყანაში, რომელსაც ქალები ხელმძღვანელობენ. ტრადიციულად, რეგიონში ქალები იყვნენ საშუალებები მამაკაცებს შორის დავის მოსაგვარებლად, რომლებსაც ათხოვებდნენ ვალების გადახდის, ღირსების პრეტენზიებისა და დანაშაულისთვის შურისძიების მიზნით. იმის გამო, რომ ქალებს მცირე ძალაუფლება აქვთ, ადნანმა აღიარა, რომ მის ჯგუფს მოუწევს ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რათა მათ დაიწყონ ზომების მიღება. მისი ჯირგა, რომელიც 25 ქალისგან შედგება, ახორციელებს ზეწოლას პოლიციაზე და ტრადიციულ სასამართლო სისტემაზე, რათა იმოქმედონ მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გაწევისას.[5] დების საბჭო, ქალების სამართლებრივი მხარდაჭერის გარდა, მხარს უჭერს გოგონების უფასო განათლებას, ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული უნარების შესწავლას, ქალთა ხელმისაწვდომობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მართლმსაჯულებასა და ხმის მიცემაზე. ასევე იბრძვის კანონებისთვის, რომლებიც იცავს ქალებს ძალადობისაგან,[6] განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ „სინდისის მკვლელობას“, „მკვლელობას მზითვის გამო“,[7] მჟავას გადასხმას და წამებას. თავდაპირველად კვენდო ჯირგას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც მამაკაცთა ჯირგები, ასევე გამოჩენილი ქალთა უფლებების დამცველები.[8]
2014 წელს მომხდარმა მოვლენამ შეცვალა საზოგადოების აზრი ადნანის ჯგუფის შესახებ. ბავშვი გააუპატიურეს და ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. საქმეზე ყურადღების მიქცევის მიზნით კვენდო ჯირგამ საპროტესტო აქცია მოაწყო. ეჭვმიტანილები დააკავეს და პირველად პუშტუნთა ისტორიაში ქალს, ადნანს, სთხოვეს მონაწილეობა მიეღო მამაკაცთა ჯირგაში და დახმარებოდა მართლმსაჯულების აღსრულებაში.[9]. В дальнейшем женщины закрепили успех[10] ამის შემდეგ ქალებმა თავიანთი წარმატება გაამყარეს და 2014 წლის ივლისში ადნანი და კვენდო ჯირგა ლობირებდნენ კანონს, რომელიც კრძალავს ბავშვთა ქორწინებას.[11] რელიგიური ძალების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად,[12] სინდის ასამბლეამ ერთხმად მიიღო აკრძალვა თვრამეტი წლამდე ასაკის პირთა ქორწინებაზე,[13] ხოლო 2014 წლის დეკემბერში ერთხმად მიიღო რეზოლუცია არსებულ კანონში ცვლილებებზე მუშაობის შესახებ.[14]
მამაკაცთა ჯირგაში თავდაპირველი წარმატების შემდეგ, ადნანი მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად სხვა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია „ქალთა საკითხებთან“. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აგრძელებენ მუქარას, ადნანი აგრძელებს მუშაობას, რადგან თვლის, რომ ქალები უნდა იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.[4][15][16]
ჯილდოები
რედაქტირება2013 წელს ადნანს მიენიჭა „Human Defenders Award“[17] ჯილდო, 2014 წელს ნომინირებული იყო „N-Peace Empowerment Award“-ზე,[9] ხოლო 2015 წელს მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის.[1] 2016 წელს მან ასევე მიიღო ნელსონ მანდელას ჯილდო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „Biographies of 2015 Award Winners“. U.S. State Department. March 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-07. ციტირების თარიღი: 2015-03-10.
- ↑ 2.0 2.1 Majeed, A (2013-07-11). „Pakistan's Women-Only Jirga Fights for Equal Rights“. Newsweek Pakistan. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ „Girl wants husband punished for chopping off her nose“. Saach TV. 2014-07-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-08. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Siddiqui, Taha (2014-03-04). „World Asia: South & Central In former Taliban fiefdom, Pakistan's first female council tackles abuses“. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Ali, Syed Mohammad (2013-08-08). „Significance of the female jirga“. The Express Tribune. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Siraj, Haroon (2013-07-24). „Female jirga head flays 'flawed' legal system“. Pakistan Gender News. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ „పాక్ మహిళకు అమెరికా అవార్డు.. సాహస స్త్రీగా ఎంపిక..!“. తెలుగు వార్తలు. 2015-03-06. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Guerin, Orla (2013-07-25). „Pakistani women use jirga to fight for rights“. BBC News. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ 9.0 9.1 Tabassum Adnan A monumental moment for Pashtun women. N-Peace Network. ციტირების თარიღი: 2015-03-15
- ↑ Ul Islam, Nazar (2014-10-24). „Nobody Cares“. Newsweek Pakistan. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Inayat, Naila (2014-06-07). „Cultures clash over forced child marriages in Pakistan“. USA Today. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Inayat, Naila (2014-05-16). „Muslim clerics resist Pakistan's efforts to end child marriage“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Asif, Sundas (2014-06-05). „Child Marriages Restraint Bill passed unanimously“. Taste Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-15. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Shaukat, Aroosa (2014-12-24). „PA session: Lawmakers pass resolution against child marriages“. The Express Tribune. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ بلوچ, سحر (2015-02-22). „سوات کی خواتین کے لیے منفرد جرگہ“. Dawn News Urdu. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ „Swat activist honored with International Women of Courage Award“. Pakistan Defence. 2015-03-06. ციტირების თარიღი: 2015-03-15.
- ↑ Tabassum Adnan Khwendo jirga. ციტირების თარიღი: 2015-03-15