სხვავის საყინულე

მღვიმე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

სხვავის ჭა-საყინულე — ბუნებრივი გამოქვაბული საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა სხვავის სამხრეთით 4 კმ-ზე. ზღვის დონიდან 1310 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ჭა იწყება დიდი ძაბრით, რომლის ფსკერი თოვლითაა ამოვსებული. ძაბრი ქვემოთ ციცაბოდ დახრილ გვირაბში გადადის. გვხვდება ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები (ზოგი სვეტის სიმაღლეა 8 მ, ხოლო გარშემოწერილობა 20 მ) და კასკადები.

სხვავის საყინულე
კოორდინატები: 42°28′41″ ჩ. გ. 43°15′02″ ა. გ. / 42.478167° ჩ. გ. 43.250611° ა. გ. / 42.478167; 43.250611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 1310 მ
ამგებელი ქანები კირქვა
სხვავის საყინულე — საქართველო
სხვავის საყინულე
სხვავის საყინულე — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სხვავის საყინულე

არის ასევე მიწისქვეშა გლეტჩერი, მასში ჩაყინული ღორღითა და ქვებით. მექანიკური ნალექებიდან — ნგრევის ადგილობრივი მასალა. სამხრეთ კედელთან წყლის პატარა გუბურებია. ყინული გამოიყენება სამეურნეო საჭიროებისათვის.

ჰავა სტატიურია. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 °C-ზე დაბალია.

პირველ ძაბრში ჩასვლა ადვილია. მეორე მონაკვეთის დასაძლევად საჭიროა თოკი ან საფეხურების გაჭრა ყინულში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 629.
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.