ტერმინს „სუხე-ბატორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სუხე-ბატორი (მრავალმნიშვნელოვანი).

სუხე-ბატორი (მონღ. Сүхбаатар) — ქალაქი მონღოლეთში, მდინარე ორხონის ნაპირზე, სელენგის და ორხონის შესართავის მახლობლად. სელენგეს აიმაკის ადმინისტრაციული ცენტრი. 2007 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 19 224 ადამიანი. სუხე-ბატორი არის სავაჭრო-სატრანსპორტო პუნქტი მოსკოვ-ულან-ბატორის რკინიგზაზე. ქალაქში არის ასანთის ფაბრიკა, სახლთსაშენი კომბინატი, წისქვილი, ვეტერინარული ტექნიკუმი.განვითარებულია ხელოსნობა. ქალაქი სუხე-ბატორი დაარსდა 1940 წელს, სახელი ეწოდა მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის დამდინ სუხე-ბატორის პატივსაცემად.

ქალაქი
სუხე-ბატორი
Сүхбаатар
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
აიმაკი (მონღოლეთი)|მონღოლეთის აიმაკები | აიმაკი სელენგე
კოორდინატები 50°14′11″ ჩ. გ. 106°12′23″ ა. გ. / 50.23639° ჩ. გ. 106.20639° ა. გ. / 50.23639; 106.20639
დაარსდა 1940
ფართობი 45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 624 მეტრი
მოსახლეობა 19 224 კაცი (2007)
ეროვნული შემადგენლობა მონღოლები
სასაათო სარტყელი UTC+8
სუხე-ბატორი — მონღოლეთი
სუხე-ბატორი

ლიტერატურა რედაქტირება