ორხონი (მონღ. Орхон гол) — მდინარე მონღოლეთში, სელენგის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1124 კმ, აუზის ფართობი 132,8 ათასი კმ². სათავე აქვს ხანგაის მთებში; ზემო წელზე ვიწრო, ადგილ-ადგილ კანიონისებრი ხეობა აქვს, წარმოქმნის 20-მდე მეტრის სიმაღლის ჩანჩქერს; შუა წელზე ხეობა ღრმა და დაკლაკნილია; ქვემო წელზე, მთებიდან გამოსვლის შემდეგ, კალაპოტი 100–150 მეტრამდე განიერდება. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან ახლოს 120 მ³/წმ-ია.[1][2] იკვებება უმეტესად წვიმის წყლით.[2] გაზაფხულზე სეზონური თოვლის დნობის დროს წყალდიდობა იცის; ზაფხულის წვიმების დროს წყალმოვარდნები ახასიათებს. გაყინულია ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა ქალაქ სუხე-ბატორამდე, წყალდიდობის დროს — მდინარე ტუულის შესართავამდე. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად.[1][2]

ორხონი
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
ტერიტორიული ერთეულები არახანგაი, უვერხანგაი, ბულგანი, სელენგე, დარხან-უული
ქალაქები სუხე-ბატორი
სათავე ხანგაის მთები
47°03′16″ ჩ. გ. 101°19′59″ ა. გ. / 47.05444° ჩ. გ. 101.33306° ა. გ. / 47.05444; 101.33306
შესართავი სელენგა
50°15′07″ ჩ. გ. 106°08′14″ ა. გ. / 50.25194° ჩ. გ. 106.13722° ა. გ. / 50.25194; 106.13722
სიგრძე 1124 კმ
აუზის ფართობი 132,8 ათასი კმ²
მდინარის სისტემა სელენგა ბაიკალი ანგარა ენისეი კარის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 120 მ³/წმ
ორხონი — მონღოლეთი
ორხონი
ორხონი
— სათავე, — შესართავი
ორხონი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Орхон // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 18 — М., 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 Орхон // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 498.