სურენ აკიმის ძე ქოჩარიანი (სომხ. Սուրեն Քոչարյան; დ. 5 სექტემბერი [ძვ. სტ. 23 აგვისტო], 1904, თბილისი — გ. 9 ოქტომბერი, 1979, მოსკოვი) —სომეხი საბჭოთა ესტრადისა და თეატრის მსახიობი. სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1945).

სურენ ქოჩარიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სომხურ თეატრის დასში. თეატრალური განათლება მიიღო მოსკოვის სომხურ დრამატულ სტუდიაში (1921-1925). 1925-1931 წლებში იყო ერევნის გ. სუნდუკიანის სომხური თეატრის მსახიობი. როლები: კაკული (გ. სუნდუკიანი „პეპო“), ვიშნევსკი (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), ფურმანოვი (დ. ფურმანოვის „ამბოხება“) და სხვა. 1939 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის მსახიობი. მხატვრული კითხვის ოსტატი, სომხურ და რუსულ ენებზე შექმნა 30-ზე მეტი ლიტერატურული კომპოზიცია, მათ შორის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის მიხედვით. მიღებული აქვს სტალინური პრემია (1951). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება