სულხან პაპაშვილი

სს „ბანკი რესპუბლიკის“ ყოფილი პრეზიდენტი და თანამფლობელი, შემდეგ — მრავალპროფილური კომპანია „

სულხან პაპაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1966, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ბიზნესმენი, იურისტი, ყოფილი სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი.

სულხან პაპაშვილი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1998 – 2003
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედივახტანგ ქუთათელაძე
მემკვიდრეგიორგი ალექსიძე

დაბადებული14 თებერვალი, 1966 (1966-02-14) (58 წლის)
ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988–1990 წლებში მუშაობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში; 1990–1993 წლებში ნაძალადევის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1993–1995 წლებში პროკურორის თანაშემწე; 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1996–1997 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, 1997–1998 წლებში უფროსი; 1998–2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

2003 წლიდან სულხან პაპაშვილმა კარიერა კერძო სექტორში, ბიზნესში განაგრძო (სს „ბანკი რესპუბლიკა“, შპს „რედიქსი“ და სხვ.). 2022 წელს უკრაინულ და ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია პაპაშვილის რუსულ ბიზნესთან კავშირისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ მისი შესაძლო დასანქცირების შესახებ, რაც პაპაშვილის ადვოკატებმა უარყვეს.[1] მისი ძმა ლაშა პაპაშვილი იყო სს „ბანკი რესპუბლიკის“ ყოფილი პრეზიდენტი და თანამფლობელი, შემდეგ — მრავალპროფილური კომპანია „რედიქსის“ ხელმძღვანელი და „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში : ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998–1999. — გვ. 270.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება