სულენანშანი
სულენანშანი, ზიუსის ქედი — ქედი ჩინეთში, ნანშანის მთათა სისტემაში. წარმოადგენს ცილიანშანის დასავლეთ ნაწილს. სიგრძე დაახლოებით 250 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 5808 მ (მთა გუანძეფინი, ნანშანის უმაღლესი წერტილი). სულენანშანთან მიბჯენილი მთათაშორისი ვაკეები მდებარეობს 4100-4500 მ სიმაღლეზე. სულენანშანი უმეტესწილად აგებულია სინური და კამბრიული ასაკის გრანიტებითა და მეტამორფული ქანებით. კალთების ქვედა ნაწილი დაფარულია მეჩხერი ბალახოვანი და ავშნიანი, მარცვლოვანი და ისლიანი ბუჩქნარი მცენარეულობით; 5000 მ ზევით კალთები წელიწადის დიდ დროს დაფარულია თოვლით; განვითარებულია გამყინვარება. შემორჩენილია კანჯარისა და გარეული იაკის ჯოგები; მთათაშორის ხეობებში გვხვდება კუკუ-იამანი.
სულენანშანი | |
---|---|
კოორდინატები: 38°30′ ჩ. გ. 97°45′ ა. გ. / 38.500° ჩ. გ. 97.750° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ცინხაი |
უმაღლესი წერტილი | გუანძეფინი |
სიმაღლე | 5808 მ |
სიგრძე | 250 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სულენანშანი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)