სულეიმან რაჰიმოვი

სულეიმან ჰუსეინ-ოღლუ რაჰიმოვი (აზერ. Süleyman Hüseyn oğlu Rəhimov; დ. 22 მარტი [ ძვ. სტ. 9 მარტი], 1900, სოფ. აინი, ახლანდელი გუბადლის რაიონი — გ. 11 ოქტომბერი, 1983, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი (1960). სკკპ წევრი 1926 წლიდან.

სულეიმან რაჰიმოვი
აზერ. Süleyman Rəhimov
დაბადების თარიღი 9 (22) მარტი, 1900
დაბადების ადგილი ეიინი
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 1983(1983-10-11) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი და პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პროზა, პუბლიცისტიკა და პოეზია
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი და Golden Pen Prize
შვილ(ებ)ი შამო რაჰიმოვი და შამო არიფი

მიიღო პედაგოგიური განათლება. ავტორია რომანებისა „შამო“ (სრული ვარიანტი 3 ტომად, 1931–1964), „საჩლი“ (1940–1948), „კავკასუუს არწივი“ (ტ. 1—2, 1971–1973) და მოთხრობებისა „მიწის ხმა“ (1941), „მედალიონი“ (1942), „საძმო საფლავი“ (1943). ქართულად თარგმნილია მოთხრობა „აღბულახის მთებში“ და „მეჰმანი“ (ნაწყვეტი, 1944). დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით, ასევე სხვა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება