სუზანა ვალადონი
სუზანა ვალადონი (დაბადების სახელია მარი-კლემენტი ვალადონი; დ. 23 სექტემბერი, 1865 – გ. 7 აპრილი, 1938) — ფრანგი მხატვარი ქალი. დაიბადა ბესი-სიურ-გარტამპში 1894 წელს. ვალადონი გახდა გამომხატველობითი ხელოვნების ეროვნული საზოგადოების მიერ აღიარებული პირველი ქალი მხატვარი. ის ასევე იყო მხატვარი მორის უტრილოს დედა.
სუზანა ვალადონი | |
---|---|
| |
დაიბადა | 23 სექტემბერი, 1865[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | Bessines-sur-Gartempe[15] [1] |
გარდაიცვალა | 7 აპრილი, 1938[1] [2] [3] [5] [16] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [17] (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზის XVI რაიონი[18] [17] |
ჟანრი | ნატურმორტი[18] , პორტრეტი[18] , ნიუ[18] და პეიზაჟი[18] |
ვალადონმა თავისი ცხოვრების დაახლოებით 40 წელი მიუძღვნა მხატვრობას. მისი ნამუშევრების უმეტესობის ძირითად თემას (მაგალითად სიცოცხლის სიხარული, 1911) წარმოადგენდა: ქალის სხეული, ნატურმორტი და პეიზაჟი. მას არ ქონდა ფორმალური განათლება, რატომაც არასოდეს მოქცეულა ტრადიციული მხატვრობის გავლენის ჩრჩოში.
ის ბევრი ცნობილი მხატვრის მოდელი იყო. შედეგად ის გხვდება მრავალ ცნობილ ნახატზე, მათ შორის: პიერ ოგიუსტ რენუარის ცეკვა ბუჟივალში (1883) და ცეკვა ქალაქში (1883); ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის სუზანა ვალადონის პორტრეტი (1885).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებასუზანა გაიზარდა სიღარიბეში, დაუქორწინებელ მრეცხავ დედასთან მონმარტრზე.[19] მამას არ იცნობდა. დამოუკიდებელი და ძლიერი ხასიათის იყო, დაწყებით სკოლაში თერთმეტი წლამდე დადიოდა სანამ ის მუშაობას დაიწყებდა. მრავალი სამუშაო გამოიცვალა, მათ შორი მუშაობდა: ქარხანაში, მაღაზიაში გამყიდველად და მიმტანად. 15 წლის ასაკში ცირკში აკრობატად დაიწყო გამოსვლა. მედრანოს ცირკში სიმბოლისტი მხატვრების ანტონიო-დე-ლა როჩფუკოლდის და თეო ვაგნერის დახმარებით მოეწყო, რომლებიც ცირკის დეკორაციებზე მუშაობდნენ. ცირკს მუდმივად სტუმრობდნენ ლოტრეკი და ბერტა მორიზო. არსებობს მოსაზრება, რომ ვალადონი მორიზოს ნახატების შთაგონების წყარო იყო. ერთი წლის შემდეგ მისი საცირკო კარიერა ტრაპეციიდან აჩმოვარდნით დასრულდა.
საზოგადოდ მიღებულია, რომ ვალადონი ხატვას ცხრა წლის ასაკიდან ცდილობდა. მისი ინტერესი გამოვლინდა მხატვრებისთვის ნატურად მუშაობაში. მისი ცოდნა სხვა მხატვრების დაკვირვების და მათი ტექნიკის შესწავლის შედეგია.[20]
მოდელი
რედაქტირებასუზანამ მოდელად მუშაობა მონმარტრზე 1880 წელს 15 წლის ასაკში დაიწყო. ის ათი წლის განმავლობაში მოდელობდა მრავალი მხატვრისთვის, მათ შორის: ბერტა მორიზო, პუერ-პოვის-დე ჩავანესი, თეოფილე შტეინლენი, იან-ჯაქვეს ჰენერი, რენუარი და ლოტრეკი. ის მარიას სახელით მოდელობდა, სანამ მას ლოტრეკი სუზანას შეარქმევდა, რადგან მისი დაკვირვებით მას ბიბლიური სუზანას მსგავსად ასაკოვანი მხატვრებისთვის პოზირება ერჩივნა.[21] ის ლოტრეკის საყვარელი იყო ორი წლის განმავლობაში, რაც მის მიერ 1888 წელს მისი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ დასრულდა.
სუზანა პოზირების დროს აკვირდებოდა მხატვრებს და ასე სწავლობდა ტექნიკას. ის მიიჩნეოდა ძალიან მოტივირებულ და მიზანსწრაფულ ქალად. 1890-იანებში ედგარ დეგას დაუმეგობრდა, რომელზეც მისი ხატვის უნარმა მოახდინა შთაბეჭდილება. მან შეიძნია მისი ნახატი და გაამხნევა. ისინი 1917 წელს დეგას გარდაცვალებამდე ახლო მეგობრებად რჩებოდნენ. ხელოვნების ისტორიკოსი ჰეთერ დავკინსი ფიქრობს, რომ მისის როგორც მოდელის გამოცდილება მის მიერ შესრულებულ შიშველი ქალების გამოსახულებებს სიღრმეს მატებს. რომლებიც ნაკლებად იდეალიზებულია პოსტ-იმპრესიონისტი კაცი მხატვრების ნამუშევრებთან შედარებით.[22]
მუდმივი კოლექციები
რედაქტირება- ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა, ბუფალო.[23]
- ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი.[24]
- დალასის ხელოვნების მუზეუმი, დალასი.[25]
- დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი, დეტროიტი.[26]
- ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი, ინდიანაპოლისი.[27]
- მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.[28]
- მინეაპოლისის ხელოვნების ინსტიტუტი, მინეაპოლისი. [29]
- სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონი.[30]
- თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.[31]
- ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი, კანზასი.[32]
- პეტი პალე, პარიზი.[33]
გალერეა
რედაქტირება-
ავტო-პორტრეტი, 1883
-
ერიკ სატიეს პორტრეტი, 1893
-
შიშველი, 1895
-
ქალი, c.1895
-
აბაზანა, 1908
-
შიშვლები, 1919
-
ყვავილები მრგვალ მაგიდაზე, 1920
-
მხატვარი მაურიციო უტრილოს პორტრეტი, 1921
-
ცისფერი ოთახი (La chambre bleue), 1923
-
ნატურმორტი ტიტებისა და ხილის თასით, 1924
-
ჩემი ვაჟ შვიდი წლის ასაკში, 1925
-
მაურიციო უტრილოს პორტრეტი, 1925
-
ყვავილების ბუკეტი, 1928
-
ნატურმორტი ვაჭლით და ყვავილებიანი ვაზით, 1928
-
ახალგაზრდა გოგ ქალის წინაშე, 1930
-
ავტო-პორტრეტი
-
ვარდების ბუკეტი, 1936
-
ახალგაზრდა გოგონა ბანაობს
-
ადამი და ევა, 1909
ლიტერატურა
რედაქტირება- Burns, Janet M. C (1993). „Looking as Women: The Paintings of Suzanne Valadon, Paula Modersohn-Becker and Frida Kahlo“. Atlantis. 18 (1&2): 25–46. ISSN 0702-7818. OCLC 936739756.
- Gaze, Delia (1997). Dictionary of women artists. Fitzroy Dearborn Publishers, გვ. 1384–1387. ISBN 978-1-884964-21-3. OCLC 1033656447.
- Giraudon, Colette (2003). „Valadon, Suzanne“. Oxford Art Online. Oxford University Press. doi:10.1093/gao/9781884446054.article.t087579.
- Hewitt, Catherine (2018). Renoir's dancer : the secret life of Suzanne Valadon. St. Martin's Press. ISBN 9781250157645 OCLC 1006391440 и 1026408741.
- (2013) Dictionary of Artists' Models. London: Routledge. DOI:10.4324/9781315063119. ISBN 978-1-135-95914-2. OCLC 861081918.
- Marchesseau, Daniel (1996). Suzanne Valadon : [exposition] 26 janvier-27 mai 1996. Fondation Pierre Gianadda. ISBN 9782884430364. OCLC 34256669.
- Mathews, Patricia (1991). „Returning the Gaze: Diverse Representations of the Nude in the Art of Suzanne Valadon“. Art Bulletin. 73 (3): 415–30. doi:10.2307/3045814. JSTOR 3045814.
- Rose, June (1999). Suzanne Valadon: The Mistress of Montmartre. St. Martin's Press. ISBN 9780312199210. OCLC 1036881995.
- Warnod, Jeanine (1981). Suzanne Valadon. ISBN 9780517544990. OCLC 7573059.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Valadon, Suzanne: Painter, Graphical Artist (France). ციტირების თარიღი: 2022-02-08 A concise biography of Valadon.
- Suzanne Valadon (1865-1938, French) (2013-08-22). ციტირების თარიღი: 2022-02-08 A gallery of her depictions of cats.
- Linchong, Victoria. (15 Oct 2021) Renoir’s Art Model Was the Greatest Painter You Never Heard Of.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Suzanne Valadon
- ↑ 3.0 3.1 Suzanne Valadon — 2008.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 7.0 7.1 FemBio database
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Giraudon C. Valadon, Suzanne // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T087579
- ↑ 11.0 11.1 GeneaStar
- ↑ 12.0 12.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ The Fine Art Archive
- ↑ https://archives.haute-vienne.fr/ark:52328/s0054ffebfea2f32/5592dc95575c3.fiche=arko_fiche_602b7f37e2316.moteur=arko_default_603517b8650b3
- ↑ https://www.tourisme-hautevienne.com/patrimoine-et-visites/patrimoine-bati/musees-eco-musees-musees-thematiques/musee-espace-valadon-12601
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 17.0 17.1 http://archives.paris.fr/arkotheque/visionneuse/visionneuse.php?arko=YTo2OntzOjQ6ImRhdGUiO3M6MTA6IjIwMjEtMDYtMDkiO3M6MTA6InR5cGVfZm9uZHMiO3M6MTE6ImFya29fc2VyaWVsIjtzOjQ6InJlZjEiO2k6NDtzOjQ6InJlZjIiO2k6MjY2Mjg5O3M6MTY6InZpc2lvbm5ldXNlX2h0bWwiO2I6MTtzOjIxOiJ2aXNpb25uZXVzZV9odG1sX21vZGUiO3M6NDoicHJvZCI7fQ==#uielem_move=-54%2C-567&uielem_islocked=0&uielem_zoom=177&uielem_brightness=0&uielem_contrast=0&uielem_isinverted=0&uielem_rotate=F — გვ. 9.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 RKDartists
- ↑ Adler, Laura (2019). The Trouble with Women Artists: Reframing the History of Art. Paris: Flammarion, გვ. 51. ISBN 978-2-08-020370-0.
- ↑ Suzanne Valadon. National Museum of Women in the Arts. ციტირების თარიღი: 20 December 2012
- ↑ Drees, Della. Valadon and her studio in Montmartre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 20 August 2018
- ↑ Iskin, Ruth (2004-01-07). „Review of The Nude in French Art and Culture, 1870-1910 by Heather Dawkins“. caa.reviews. College Art Association. doi:10.3202/caa.reviews.2004.1. ISSN 1543-950X.
- ↑ La Mère et l'enfant à toilette (Mother and Child at Bath) | Albright-Knox. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ print | British Museum en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ Portrait of Utrillo in profile (Portrait d'Utrillo de Profil) - DMA Collection Online en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ The Bath en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ untitled (Man with Hat) en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ untitled (Man with Hat) en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ Women, Suzanne Valadon ^ Minneapolis Institute of Art.
- ↑ Works by Suzanne Valadon in the MFAH Collections.
- ↑ Suzanne Valadon.
- ↑ Untitled (Still Life) en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ Michalska, Magda. (23 September 2016) Suzanne Valadon: The Mistress Of Montmartre.