სუდოჩიე, სუდოჩიეს ტბა ან სუდოჩიეს ყურე (უზბეკ. Sudochye ko‘li/Судочье кўли, ყარაყალპ. Sudochye ko‘li/Судочье көли) — ტბა უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის მუინაქის რაიონის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ამუდარიის დელტის მარცხენა ნაწილში, ზღვის დონიდან 53 მ სიმაღლეზე. გათავთხელების შემდეგ დაიყო რიგ წყალსატევად და დღეს საუბრობენ სუდოჩიეს ტბიურ სისტემაზე.[1]

სუდოჩიე
უზბეკ. Sudochye ko‘li/Судочье кўли, ყარაყალპ. Sudochye ko‘li/Судочье көли
ტბა სუდოჩიე
ტბა სუდოჩიე
კოორდინატები: 43°17′ ჩ. გ. 57°47′ ა. გ. / 43.283° ჩ. გ. 57.783° ა. გ. / 43.283; 57.783
მდებარეობა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 53 
სიგრძე 35 კმ
სიგანე 28 კმ
ფართობი 333 კმ²
საშუალო სიღრმე 1,5 
მაქსიმალური სიღრმე თავდაპირველად 3 
მარილიანობა 3-4 
ჩამდინარე მდინარეები ამუდარია
გამომდინარე მდინარე არ არის
სუდოჩიე — უზბეკეთი
სუდოჩიე
მედიაფაილები ვიკისაწყობში

წარსულში ტბა სუდოჩიე წარმოადგენდა მდინარე ამუდარიის დელტაზე არსებულ მსხვილ, თუმცა წყალმარჩხ აუზს, დელტის უმსხვილეს ტბას. იკავებდა აიბუგირის დაბლობს. ამ სახით სუდოჩიე აღნიშნულია უკვე ა. ბუტაკოვის საზღვაო რუკაზე (1848-1849), სადაც ჩანს დაჭაობებული ტბა აიბუგირი ან ლაუდანი. ტბა გადაჭიმული იყო 24 კილომეტრზე არალის ზღვის სანაპიროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით (ურგის კონცხიდან სამხრეთ-დასავლეთით). ტბის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ უსტიურტის პლატოს აღმოსავლეთი ჩინკია.[2]

წარსულში ტბა სუდოჩიე იკვებებოდა ამუდარიის ფშანების — რაუშანისა და პრიემუზიაქის შედეგად და ფშანით უერთდებოდა არალის ზღვას. ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენს 350 კმ²-ს, ამასთან მისი სიგრძე 250 კმ, საშუალო სიგანე 15 კმ, ხოლო საშუალო სიღრმე 2 მ აღწევდა. წყლის მინერალიზაცია იცვლებოდა 0,6-1,7 ‰ შუალედში. სუდოჩიე წარმოადგენდა ნახევრადგამსვლელი თევზის სახეობების ქვირითის ადგილს, სადაც მოიპოვებოდა 2000 ტ. თევზი.[2]

1950-1970 წლებში სარწყავ მიწებთან დაკავშირებით წყლის მოდენა ტბაში არსებითად შემცირდა და შედეგად მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1960-იან წლებში არალის ზღვის დონის შემცირებისა და რაუშანის ფშანის გადაკეტვის შედეგად, სუდოჩიემ დაშრობა განიცადა. 1968 წელს გათავთხედებული ტბა დაიყო ცალკეულ წყალსატევებად. 1972 წელს მისი ფართობი 96 კმ² შეადგენდა.[2]

თუმცა, ამავე დროს, მიმდინარეობს წყლის მოდენის აღდგენა, ძირითადად, კოლექტორულ-დრენაჟული წყლების მეშვეობით. ამუდარიის წყალი სუდოჩიეში გადაიყვანეს კუნგრადის კოლექტორისა და მთავარი კოლექტორის წყალობით. ტბის მდგომარეობა დამოკიდებულებაში აღმოჩნდა აღნიშნული არხების წყლის რეჟიმზე. „უზბეკეთის ეროვნული ენციკლოპედია“ აღიშნავს, რომ ტბის ზომები და მინერალიზაცია სწრაფ ცვლილებას ექვემდებარება.[2]

„გეოგრაფიულ ენციკლოპედიაში“ (2006) აღნიშნულია, რომ ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენს 333 კმ²-ს, წყლის კიდე ზღვის დონიდან 53 მ სიმაღლეზეა განლაგებული, ხოლო წყლის მინერლაიზაცია უდრის 3-4 გ/ლ-ს. „უზბეკეთის ეროვნული ენციკლოპედიის“ თანახმად (2000-2005), ტბის საშუალო სიღრმე 1,5 მ-ის ტოლია.[2]

„არალის ენციკლოპედიის“ (2008) თანახმად, ყოფილი დიდი ტბის ადგილას დღეს არის 4 წყალსატევი: აქუშფა, დიდი სუდოჩიე, ქარათერენი და ბეგდულა-აიდანი.[3] 2000-2001 წლებში ადგილი ჰქონდა კატასტროფულ წყალმარჩხობას, რომლის დროსაც დიდი სუდოჩიეც კი ამოშრა.[4]

ტბა სუდოჩიე ორნითოფაუნის მრავალფეროვნებით არის უზბეკეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყალსატევი. საერთო ჯამში, აქ აღრიცხულია 230 სახეობის ფრინველი, რომელთაგან 12 სახეობა დგას გლობალური საფრთხის წინაშე და აგრეთვე 3 სახეობა საფრთხის ქვეშაა თვით უზბეკეთის ტერიტორიაზე. გადამფრენი მიგრაციის პერიოდში 20 სახეობის წყლის ფრინველი ტბაზე წარმოქმნის ჯგუფს 86 000 სახეობით.[5]

  1. Исследования Судочинской системы озёр, Дайджест Общества охраны птиц Узбекистана, № 22 (ივლისი—სექტემბერი 2014), გვ. 1—2.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Судочье кўли — Национальная энциклопедия Узбекистана. — Ташкент, 2000—2005 (უზბეკური)
  3. И. С. Зонн, Михаэл Х. Гланц. Аральская энциклопедия. — М.: «Международные отношения», 2008. С. 181. (ст. «Судочий залив, Судочье озеро»)
  4. И. С. Зонн, Михаэл Х. Гланц. Аральская энциклопедия. — М.: «Международные отношения», 2008. С. 53. (ст. «Большое судочье озеро»)
  5. Агафонова Ю. В столице обсудили состояние отдельных экосистем. Информационное агентство «Жахон» при МИД РУз (31 января 2015)