უსტიურტის პლატო (ყაზ. Üstirt, თურქმ. Üstyurt) — პლატო ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე, კასპიისა და არალის ზღვებს შორის. მოიცავს 200 000 კმ² ტერიტორიას, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 150 მეტრია; სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სიმაღლე 370 მ-მდე მატულობს. კიდეები ფლატოვანია. უმთავრესად აგებულია ნეოგენური ქანებით (კირქვები, მერგელები, თიხები და ქვიშები). უსტიურტი მაგიდა პლატოა, რომელზედაც განვითარებულია დამრეცი უვალები და დახშული დადაბლებები.

უსტიურტის მაღლობის მდებარეობა

გვხვდება რელიეფის სპეციფიკური წარმონაქმნები, რომლებიც ჩინკის სახელწოდებითაა ცნობილი.

კირქვებთან და თაბაშირიან ქანებთან დაკავშირებულია კარსტული ფორმები. ჰავა მშრალია, მკვეთრად კონტინენტური. ნალექები 100 მმ-ზე მეტი წელიწადში. ჭარბობს მურა-ნაცრისფერი და ტიპური კარბონატული ნიადაგი, ბევრია ბიცობი. მცენარეულობიდან გავრცელებულია აბზინდა და მლაშობურა. გაბატონებულია ქვიანი უდაბნოს ლანდშაფტი.

უდაბნოს ნახევრად მომთაბარე მოსახლეობა ძირითადად მეცხვარეობას მისდევს, ასევე ზრდიან თხებს და აქლემებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

კოორდინატები: 43°17′ ჩ. გ. 55°33′ ა. გ. / 43.283° ჩ. გ. 55.550° ა. გ. / 43.283; 55.550