სტორა-სიეფალეტის ეროვნული პარკი
სტორა-სიეფალეტი (შვედ. Stora Sjöfallet) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ შვედეთში, ნორბოტენის ლენში. მდებარეობს ნორვეგიის საზღვართან. შეიქმნა 1909 წელს. ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — ლაპონიის არეალს მიეკუთვნება. წარსულში, პარკის ტერიტორიაზე მრავალი დიდი ჩანჩქერი მდებარეობდა, მაგრამ მას შემდეგმ რაც იგი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, მთავრობამ ჩანჩქერებზე ჰიდორელექტრო დანადგარების ნებართვა გასცა, რამაც უამრავი მათგანი გაანადგურა. შემდგომ განვითარებას გზების გაყვანა მოჰყვა. ეროვნული პარკის სტატუსი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და დღეს, ჩანჩქერების მხარის (რის გამოც მას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა) დიდი ნაწილი ეროვნულ პარკს აღარ მიეკუთვნება.
სტორა-სიეფალეტის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 67°29′ ჩ. გ. 18°21′ ა. გ. / 67.483° ჩ. გ. 18.350° ა. გ. |
ფართობი | 1 278 კმ²[1] |
დაარსდა | 1909 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
პარკი 1 278 კმ²-ს მოიცავს. მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები სკანდინავიის მთებშია გადაჭიმული და მოიცავს რამდენიმე მყინვარსა და ქვეყნის უმაღლე მწვერვალებს. მათ შორის გამორჩეულია მწვერვალი აკა, რომელსაც ლაპლანდიის დედოფალს უწოდებენ. პარკის სამხრეთი დაბალი ბორცვებიანი ზონა სოჭის ტყეებითაა დაფარული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-02-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Sånfjället National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.