ლაპონია
ლაპონია — ვრცელი, მთიანი, ველური ბუნების არეალი ჩრდილოეთ შვედეთის პროვინცია ლაპლანდიაში. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. არეალს დაცული ტერიტორიის სტატუსი ჯერ კიდევ XX საუკუნის ადრეული წლებიდან აქვს.
ლაპონია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | შვედეთი |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | iii, v, vii, viii, ix |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 67°19′00″ ჩ. გ. 17°34′00″ ა. გ. / 67.31667° ჩ. გ. 17.56667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 774 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 774 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტერიტორიის მთლიანი ფართობი 9400 კმ²-ია და წარმოადგენს მდოფლიოს უდიდეს სახეუცვლელ ბუნებრივ რეგიონს, რომელიც დღესაც ადგილობრივებით, ჩრდილოეთის ირმების მეჯოგეობის მიმყოლი სამის ხალხით, იგივე ლაპებითაა დასახლებული. მათ მიერ საძოვრებად არეალის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი გამოიყენება. ტერიტორიის სიდიდის გამო, არეალის გეოგრაფია ძალზედ ცვალებადია, ჭარბობს მთები, მდინარეები და ტბები. ბუნების ყოველ ნაკრძალსა თუ ეროვნულ პარკს აქ თავის განმასხვავებელი მახასიათებლები გააჩნია.
ტერიტორიის 95% დაცულია როგორც ეროვნული პარკი ან ბუნების ნაკრძალი. მოიცავს მუდუსის, სარეკის, პადელანტის და სტორა-სიოფალეტის ეროვნულ პარკებს, ასევე სიაუნიას და სტუბას ბუნების ნაკრძალებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Unesco site
- Swedish National Heritage Board site დაარქივებული 2004-06-15 საიტზე Wayback Machine.