სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი
სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი (შვედ. Stockholms tunnelbana) — მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა დიდ სტოკჰოლმში; ერთადერთია შვედეთში. გაიხსნა 1950 წლის 1 ოქტომბერს. მფლობელია კომპანია SL. მეტროსადგურის მომსახურებაზე კონტრაქტი კონკურსის საწყისებზე ფორმდება. ამჟამად გამარჯვებული მომსახურე კომპანიაა Veolia Transport
სისტემა 100 სადგურს მოიცავს სამ განტოტვილ ხაზზე, რომელთა საერთო სიგრძე 105,7 კილომეტრს შეადგენს; 47 სადგური მიწისქვეშაა, 53 სადგური მიწისზედა ან საქვეითოა. ხაზებზე მოძრაობა მარცხნიდან წარმოებს, რადგან, მეტროსადგურის გახსნის დროს სტოკჰოლმში მარცხენამხრივი მოძრაობა იყო. (ლონდონის მსგავსად)
სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი ცნობილია ზოგიერთი სადგურის უჩვეულო გაფორმებით (ძირითადში ცენტრალური სადგურების), და მას "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეას" უწოდებენ.
ხაზები
რედაქტირებამწვანე ხაზი
პირველი მეტროსადგური ქალაქში 1950 წელს გაიხსნა და გვირაბად 1933 წელს აგებული ჩქაროსნული ტრამვაისთვის განკუთვნილ გვირაბს იყენებდა. ხაზზე სამი მარშრუტია — T17, T18 და T19.
წითელი ხაზი
გაიხსნა 1964 წელს. ხაზზე ორი მარშრუტია — T13 და T14.
ლურჯი ხაზი
ხაზის პირველი მონაკვეთი 1975 წელს დასრულდა. ძალიან ლამაზი კლდოვანი სადგურები დაუმუშავებელი ქვის კედლებითა და ჭერით. ხაზზე ორი მარშრუტია — T10 და T11.