სტოკლეს სასახლე (ფრანგ. Palais Stoclet, ნიდ. Stocletpaleis) — კერძო ნაგებობა ბრიუსელში, რომელიც 1905—1911 წლებში არქიტექტორმა ჯოზეფ ჰოფმანმა ბანკირისა და უბრალოდ ხელოვნების მოყვარულის — ადოლფ სტოკლესთვის ააგო.[1] მიჩნეულია რა ჰოფმანის შედევრად, სტოლკეს სასახლე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მდიდრული კერძო საცხოვრებელია.[2]

სტოკლეს სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

mini
ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°50′07″ ჩ. გ. 4°24′58″ ა. გ. / 50.83528° ჩ. გ. 4.41611° ა. გ. / 50.83528; 4.41611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2009  (33-ე სესია)
ნომერი 1298
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1298
ინგლ.რუს.ფრ.

ნაგებობა მდებარეობს ბრიუსელში, ტერვერენის გამზირზე. მარმარილოს ფასადი მას უბრალოებას და თანამედროვეობას სძენს. სასახლის წინა და უკანა მხარეს განლაგებულია სპილენძის ოთხი სკულპტურა. დამკვეთმა არქიტექტორი არანაირი მითითებით არ შეზღუდა და მშენებლობა მთლიანად მის ფანტაზიას და მოხერხებას მიანდო.

სასახლე დღემდე სტოკლეს ოჯახს ეკუთვნის, ამიტომ ის მნახველთათვის დახურულია. 2009 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sharp, Dennis (2002). Twentieth Century Architecture. Mulgrave: Images Publishing Group, გვ. 44. ISBN 1864700858. 
  2. Watkin, David (2005). A History of Western Architecture. London: Laurence King Publishing, გვ. 548. ISBN 1856694593. 
  3. Stoclet House. UNESCO World Heritage Centre (July 4, 2009). ციტირების თარიღი: July 4, 2009.