ადოლფ სტოკლე
ადოლფ სტოკლე (ფრანგ. Adolphe Stoclet [adɔlf stɔklɛ]; დ. 30 სექტემბერი, 1871 — გ. 3 ნოემბერი, 1949) — ბელგიელი ინჟინერი, ფინანსისტი და კოლექციონერი[1]. ის მეტადრე ცნობილია 1907-1911 წლებში ბელგიაში მისივე დაკვეთით აშენებული სტოკლეს სასახლის გამო.
ბიოგრაფია
რედაქტირებასტოკლე დაიბადა ბელგიელი ბანკირების ოჯახში სენტ-ჟილში, 1871 წლის 30 სექტემბერს[2]. სწავლობდა ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობით შემდეგ, 1894 წლიდან მუშაობდა იტალიურ და ავსტრიულ სარკინიგზო კომპანიებში. 1904 წელს ის ბელგიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა Compagnie Internationale de Chemins de Fer-ში (1927 წლიდან იყო მისი ხელმძღვანელი)[2].
მამის გარდაცვალების შემდეგ, სტოკლე გახდა Société Générale de Belgique-ის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ბელგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი და ფლობდა ორმოცამდე სხვადასხვა საწარმოს, მათ შორის ბანკებს, იარაღის ქარხნებსა და მაღაროებს ბელგიის კონგოში. Banque d'Outremer, Société Générale de Belgique-ის ფილიალი, თავისი ოფისი ჰქონდა რუე ბრედეროდზე. სტოკლეს იქ ჰქონდა საკუთარი ოფისი, რომელიც განახლდა არქიტექტორ იოზეფ ჰოფმანის მიერ.
სტოკლემ ჰოფმანი ვენაში რკინიგზის მშენებლობაზე ზედამხედველობაზე ყოფნისას გაიცნო[2]. სტოკლე იზიარებდა ჰოფმანის ავანგარდულ მხატვრულ მიდრეკილებებს და ამ უკანასკნელს დაავალა მისთვის საკუთარი ვილა აეშენებინა ვენაში, საბოლოოდ ის ბრიუსელში დასახლდა. არქიტექტორმა მიიღო არა მხოლოდ მხატვრული ლიცენზია დიზაინისთვის, არამედ შეუზღუდავი ბიუჯეტიც. ჰოფმანმა სტოკლის სასახლის ინტერიერის დიდი ნაწილი მხატვრებს გუსტავ კლიმტს და ფერნანდ ხნოფს შეამკობინა.
1949 წლის 3 ნოემბერს ადოლფ სტოკლე თავის სასახლეში გარდაიცვალა[2]. ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა მისი მეუღლე. ოჯახის დარჩენილი ხელოვნების კოლექცია შვილებს შორის გაიყო. სტოკლეს სასახლე კვლავ მათი მემკვიდრეების კუთვნილებად რჩება.
ოჯახი
რედაქტირებამისი მეუღლე — სიუზან სტივენსი (Suzanne Stevens) იყო მხატვარ ალფრედ სტივენსის დისშვილი და ხელოვნების ისტორიკოსის ალფრედ სტივენსის ქალიშვილი.
შვილები:[3]
- ვაჟიშვილი — რენე სტოკლე (René Stoclet; 1902-1934);
- ვაჟიშვილი — ჟაკ სტოკლე (Jacques Stoclet; 1903-1961). დაქორწინებული იყო ანი გერტზე (Anny Geerts; 1907-2002);
- ქალიშვილი
- ქალიშვილი
- ქალიშვილი
- ქალიშვილი
- ქალიშვილი — რაიმონდე სტოკლე (Raymonde Stoclet; 1897-1963). გათხოვილი იყო ლუსიენ ფერონზე (Lucien Feron).
- დენის ფერონი (Denis Lucien Emile Feron; 1928-2015);
- მიშელ ფერონი (Michel Feron; 1923-2014);
- სიუზან ფერონი (Suzanne Feron; 1921).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Adolphe Stoclet (1871–1949). Dumbarton Oaks Research Library and Collection (2017).
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Henri Lavachery, "Adolphe Stoclet", Biographie Nationale de Belgique, vol. 33 (Brussels, 1965), 675-681.
- ↑ Adolphe Stoclet, Relaties, kinderen, kleinkinderen en achterkleinkinderen