სტირაქსისებრნი (Styracaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები და ბუჩქებია. მათი ფოთლები, ისევე როგორც სხვა ნაწილები, ხშირად დაფარულია ვარსკვლავისებრი ან ქერქლისებრი ბეწვებით. ყვავილები ორსქესიანი და 4-5-წევრიანია. ნაყოფი კოლოფია.

სტირაქსისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Styracaceae

ოჯახში თავმოყრილია 12 გვარის 150-მდე სახეობა, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია აზიის და ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მხოლოდ 1 გვარია ტროპიკულ აფრიკაში და 1 სახეობა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში.

სტირაქსის (Styrax) გვარის ბევრი სახეობიდან (Styrax benzoin, Styrax tonkinensis და სხვა ), მიიღება არომატული ფისი (ბენზოინის ფისი), რომელსაც იყენებენ მედიცინასა და პარფიუმერიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება