სტეფან ზორიანი (ნამდვილი გვარი არაქელიანი) (დ. 16 სექტემბერი, 1890 — გ. 14 ოქტომბერი, 1967) — სომეხი მწერალი.

სტეფან ზორიანი
სომხ. Ստեփան Զորյան
დაბადების თარიღი 3 (15) სექტემბერი, 1890[1] ან 15 სექტემბერი, 1889(1889-09-15)[2]
დაბადების ადგილი ვანაძორი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 14 ოქტომბერი, 1967(1967-10-14)[3] [1] [2]
გარდაცვალების ადგილი ერევანი[1] [2]
დასაფლავებულია კომიტასის პანთეონი
საქმიანობა მწერალი[1] [2] და მთარგმნელი[2]
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი მოთხრობა, მოკლე რომანი და რომანი
Magnum opus King Pap
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომითი მამაცობის მედალი
შვილ(ებ)ი ლევონ ზორიანი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1890 წლის 16 სექტემბერს გლეხის ოჯახში სოფელ კარაკლისში (შემდგომში ქ.კიროვაკანი, ამჟამად ქ.ვანაძორი).

სტეფან ზორიანი თავიდან სწავლობდა რუსულენოვან სკოლაში, 1906 წელს სამუშაოს საძებნად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც მუშაობა დაიწყო ჯერ ტიპოგრაფიის კორექტორად, შემდეგ სომხურ გაზეთ „შიკრიკი“-ში მთარგმნელად. 1912-1919 წლებში მუშაობდა მთარგმნელად და სტილისტად სომხურ გაზეთში.

1919 წელს ცოტახნით დაბრუნდა სახლში, შემდეგ კი გადავიდა ერევანში. 1922 წლიდან 1925 წლამდე მუშაობდა სსრკ-ს სახალხო კომისარიატის პრესაში. 1929 წელს არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტში წევრად, სადაც დაჰყო 1937 წლამდე. 1950–1954 წლებში იყო სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანი. 1953–1957 წლებში იყო სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში. 1972 წელს მწერლის მშობლიურ სოფელში გაიხსნა მისი სახელობის სახლ-მუზეუმი.

შემოქმედება რედაქტირება

სტეფან ზორიანმა წერა დაიწყო 17 წლის ასაკში რუსეთის იმპერიის პერიოდში. მისი პირველი მოთხრობები ეხებოდა სომხეთის გლეხობის მძიმე ყოფა-ცხოვრებას. მწერლის შემოქმედების ბეჭდვა დაიწყო 1909 წელს. მისი წერის მანერა იყო ლირიკული, ლაკონიური და გულახდილი. ზორიანის პირველი კრებული „მოწყენილი ხალხი“ გამსჭვალულია ხალხის სიყვარულით. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე სხვადასხვა სახისა და ხასიათის ნაწარმოებები:

  • „რევ.კომის თავმჯდომარე“
  • „გოგონა ბიბლიოთეკიდან“.

რომანები:

  • „თეთრი ქალაქი“
  • „ამირიანების ოჯახი“.

ავტობიოგრაფიული რომანი:

  • „ერთი ცხოვრების ისტორია“.

ისტორიული რომანები:

  • „მამა მეფე“
  • „სომხური ციხესიმაგრე“.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ზორიანი მხარს უჭერდა საბჭოთა ხელისუფლებას და წერა დაიწყო სომხური საზოგადოების ახალი ცხოვრების შესახებ. ამდროს შეიქმნა რომანები ადრეული ეპოქის სომხეთის სახელმწიფოებრივობაზე, მეორე მსოფლიო ომზე. ზორიანი ასევე წერდა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. დაწერა სცენარი კინოფილმისთვის „ვაშლის ბაღი“, ამავე ნაწარმოების მიხედვით. მან სომხურ ენაზე თარგმნა ლევ ტოლსტოის, ივანე ტურგენევის, ჰენრიკ სენკევიჩის, მარკ ტვენის, შტეფან ცვაიგისა და სხვა გამოჩენილ მწერალთა ნაწარმოებები. სვხადასხვა წლებში სომხურიდან რუსულ ენაზე იქნა ნათარგმნი ზორიანის მრავალი ნაწარმოები, ისტორიული და ავტობიოგრაფიული რომანები, ასევე მისი მემუარები „ხსოვნის წიგნი“.

ჯილდოები რედაქტირება

სტეფან ზორიანს მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო. იგი იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის და ხარისხის ნიშნის ორდენების კავალერი. იყო სომხეთის სსრ-ს და სსრკ-ს მწერალი. სომხეთის სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გარდაცვალება რედაქტირება

სტეფან ზორიანი გარდაიცვალა ერევანში, 1987 წლის 14 ოქტომბერს 77 წლის ასაკში, დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება