ჰენრიკ სენკევიჩი

(გადამისამართდა გვერდიდან სენკევიჩი, ჰენრიკ)

ჰენრიკ სენკევიჩი (პოლ. Henryk Sienkiewicz; სრული სახელი Henryk Adam Aleksander Pius Sienkiewicz; დ. 5 მაისი 1846, ვოლია–ოკშეისკა ნა პოდლიაშიე — გ. 15 ნოემბერი 1916, ვევე, შვეიცარია) — პოლონელი მწერალი, 1905 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი. ცნობილია ისტორიული რომანებით, მათ შორის ყველაზე მეტად მსოფლიო ბესტსელერით „ვიდრე ჰხვალ?“ (1896).

ჰენრიკ სენკევიჩი
Józef Buchbinder Portret H. Sienkiewicza.jpg
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1846(1846-05-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ვოლა-ოკშეისკა[2]
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი, 1916(1916-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვევე[2] [13]
დასაფლავებულია St. John's Archcathedral
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი, ჟურნალისტი[12] და მწერალი[12] [14]
ენა პოლონური ენა
ეროვნება პოლონელები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, ნოველა, reportage, მოთხრობა, მოთხრობა და feuilleton
Magnum opus იანკო მუსიკოსი, ცეცხლითა და მახვილით, The Deluge, Fire in the Steppe, ვიდრე ჰხვალ?, ჯვაროსნები (რომანი) და In Desert and Wilderness
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[15] [16] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
მეუღლე მარია შეტკევიჩი, მარია რომანოვსკა-ვოლოდკოვიჩი და მარია ბაბსკა
შვილ(ებ)ი Jadwiga Korniłowiczowa
ხელმოწერა Signature of Henryk Sienkiewicz.jpg

დაიბადა პოლონეთის სამეფოში, გაღარიბებული არისტოკრატების ოჯახში. 1960-იანი წლების მიწურულს დაიწყო ჟურნალისტური და სამწერლო მოღვაწეობა. 1970-იან წლებში იმოგზაურა აშშ-ში და იქაური ცხოვრება აღწერა სამოგზაურო ჩანაწერებში, რამაც პოლონელ მკითხველებში პოპულარობა მოუტანა. 1880-იან წლებში დაიწყო რომანების სერიის გამოქვეყნება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი ცნობადობა. მალევე იგი XIX-XX საუკუნეების მიჯნის ყველაზე ცნობილი პოლონელი მწერალი გახდა, მისი წიგნების თარგმანებმა კი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც დაგვირგვინდა 1905 წელს მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებით.

სპოლონეთში ყველაზე მეტად ცნობილია ისტორიული რომანების ტრილოგიით: „ცეცხლითა და მახვილითა“ (1883), „წარღვნა“ (1886), „პან ვოლოდიევსკი“, რომლებშიც მოქმედება XVII საუკუნის რეჩ პოსპოლიტაში მიმდინარეობს; საერთაშორისო დონეზე მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია რომანი „ვიდრე ჰხვალ?“, რომელშიც მოქმედება ნერონის ეპოქის რომში ვითარდება.

ბიოგრაფიარედაქტირება

სენკევიჩი დაიბადა 1846 წელს პოლონეთის სოფელ ვოლია–ოკშეისკაიაში. ამ დროს პოლონეთის ეს ნაწილი რუსეთის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. სენკევიჩის ოჯახში პატრიოტული სულისკვეთება ტრიალებდა. გარემომცველი წრე დაკავშირებული იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან, ასე რომ, სენკევიჩი ბავშვობიდანვე ეზიარა პატრიოტიზმის იდეებს. ამან დიდი გავლენა იქონია მწერალზე. მალე მისი ოჯახი ვარშავაში გადავიდა. იქ დაამთავრა სენკევიჩმა გიმნაზია და შევიდა უნივერსიტეტში. ჯერ სამედიცინო ფაკულტეტზე მოეწყო, მაგრამ მალე ფილოლოგიურ განყოფილებაზე გადავიდა.

სენკევიჩის სამწერლო მოღვაწეობაზე გავლენა იქონია ე.წ. ვარშავის პოზიტივიზმმა. ვარშაველი პოზიტივისტები ლიბერალური ბურჟუაზიის იდეოლოგები იყვნენ და ზომიერ ბურჟუაზიულ პროგრესს უჭერდნენ მხარს. ისინი იყვნენ ხალხის მასების განათლების მომხრენი, მოითხოვდნენ პიროვნების თავისუფლებას, ქალთა თანასწორუფლებიანობას, მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბრძოლის რევოლუციურ ფორმებს. სენკევიჩის პირველ ნაწარმოებებში სწორედ ვარშაველ პოზიტივისტთა იდეების გამოძახილი იგრძნობა.

1876 წელს სენკევიჩმა აშშ-ში იმოგზაურა და იქაური ცხოვრება აღწერა რეალისტურ, დახვეწილი იუმორით შეზავებულ სამოგზაურო შენიშვნებში, კორესპოდენციებსა და ნოველებში. 1879 წელს იგი ვარშავაში დაბრუნდა და ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო. 1875–1882 წლებში დაწერილ ნოველებში რეალიზმის ძლიერი გავლენა ჩანს. 1882 წელს, როდესაც პოლონეთში რევოლუციური განწყობის აღმავლობა იგრძნობოდა, სენკევიჩი ისტორიულ წარსულს მიუბრუნდა. მისი აზრით, უბადრუკი თანამედროვეობა ვერ უძლებდა ძლევამოსილ წარსულთან შედარებას. ამ განწყობილების შედეგია ისტორიული რომანების ტრილოგია: „ცეცხლითა და მახვილითა“ (1883), „წარღვნა“ (1886), „პან ვოლოდიევსკი“ და ნერონის ეპოქისადმი მიძღვნილი რომანი „ვიდრე ჰხვალ?“ (1896).

1893 წელს მან იტალიაში იმოგზაურა. 1894 წლიდან უკვე სერიოზულად სწავლობდა ძველ რომელ ისტორიკოსებს, განსაკუთრებით ტაციტუსს. ამ ნაწარმოების აშკარა კათოლიკურმა ტენდენციამ სენკევიჩს ვერ მოუპოვა პროგრესული კრიტიკის მხარდაჭერა და ვერც კლერიკალურ-არისტოკრატიული წრეების გული მოიგო.

შემოქმედებარედაქტირება

  • Stary sługa («მოხუცი მსახური», 1875)
  • Hania («ჰანია», 1876)
  • Selim Mirza («სელიმ მირზა», 1876)
  • Szkice węglem («ესკიზები ნახშირით», 1877)
  • Janko Muzykant («იანკო მუსიკოსი», 1879)
  • Z pamiętnika poznańskiego nauczyciela (1879)
  • Za chlebem («პურისთვის», 1880)
  • Bartek Zwycięzca («ბარტეკ გამარჯვებული», 1882)
  • Ogniem i mieczem («ცეცხლითა და მახვილით», 1883—1884)
  • Potop («წარღვნა», 1884—1886)
  • Pan Wołodyjowski («პან ბოლოდიოვსკი», 1887—1888)
  • Quo vadis? («ვიდრე ჰხვალ?/საით მიდიხარ?», 1894—1896)
  • Krzyżacy («ჯვაროსნები», 1897—1900)
  • Bez dogmatu («დოგმატის გარეშე», 1891)
  • Rodzina Połanieckich («პოლონეცკების ოჯახი», 1893—1894)
  • Na polu chwały («დიდების ველზე», 1903—1905)
  • W pustyni i w puszczy («უდაბნოსა და ჯუნგლებში», 1912)
  • Legiony («ლეგიონები», 1914)

ლიტერატურარედაქტირება

  • სენკევიჩი, ჰენრიკ, „ვიდრე ჰხვალ?“ — „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბილისი, 1964

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118797107 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Горский И. К. СенкевичМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 6. — С. 757–759.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. 10.0 10.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive — 2003.
  13. Сенкевич Генрик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1905/
  16. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/