სტეფან ელ შაარავი
სტეფან ელ შაარავი (არაბ. ستيفان الشعراوي; დ. 27 ოქტომბერი, 1992, სავონა) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს ჩინეთის სუპერლიგის გუნდ შანხაის „შენჰუაში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სტეფან ქარიმ ელ შაარავი | ||
დაბადების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | სავონა, იტალია | ||
სიმაღლე | 178 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | შანხაი შენჰუა | ||
ნომერი | 22 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001-2006 | ლეჯინო | ||
2006-2008 | ჯენოა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2011 | ჯენოა | 3 | (0) |
2010–2011 | → პადოვა | 29 | (9) |
2011–2016 | მილანი | 82 | (21) |
2015–2016 | → მონაკო | 7 | (0) |
2016 | → რომა | 16 | (8) |
2016–2019 | რომა | 93 | (26) |
2019– | შანხაი შენჰუა | 16 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2012– | იტალია | 28 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 აპრილი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2017 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებასტეფან ელ შაარავი, მამა ეგვიპტელი, დედა იტალიელი. ფეხბურთით ლეჯინოს აკადემიაში დაკავდა, თუმცა მალევე ჯენოას ახალგაზრდულს შეუერთდა. მისი დებიუტი გენუის კლუბში 2008 წლის 21 დეკემბერს შედგა კიევოს წინააღმდეგ, რომელიც 1:0 მოიგეს. თუმცა მაგ სეზონში შაარავი მეტს აღარ გამოდიოდა მთავარ გუნდში და ახალგაზრდულ გუნდში გაუშვეს, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
2010 წელს იგი პადოვაში იჯარით გადავიდა სერია ბ-ში, სადაც თავისი პირველი პროფესიონალური გოლი გაიტანა რეჯინას კარში.
2011 წლის ივნისს შაარავი მილანის ფეხბურთელი გახდა, თუმცა სეზონის სტარტზევე მუხლის ტრავმა მიიღო. მისი დებიუტი კი სან-პაულუზე ნაპოლის წინააღმდეგ შედგა, თუმცა მარცხით. პირველი გოლი მან მილანის ფორმით უდინეზეს გაუტანა, რომელშიც მისმა გუნდმა 1:1 ითამაში, იგი კი შეცვლაზე ალეშანდრო პატოს ნაცვლად გამოვიდა.
2012-13 სეზონში შაარავიმ თავისი პირველი დუბლი შეასრულა კალიარის კარში. 3 ოქტომბერს კი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე ზენიტის კარში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა მილანის ისტორიაში რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.
27 ოქტომბერს თავის დაბადების დღეზე მან გოლი თავის ყოფილ კლუბს ჯენოას გაუტანა, რითაც გამარჯვება მოუტანა მილანელებს. ეს მისი მე-7 გოლი იყო ამ სეზონში. სეზონის სტარტზე მილანის კაპიტანი მასიმო ამბროზინი შეპირდა, რომ 7 გოლზე მეტის გატანის შემთხვევაში ზაფხულში არდადეგებს დაუფინანსებდა.
17 ნოემბერს სან-პაულუზე ნაპოლის წინააღმდეგ მან დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. 21 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე მან ანდერლეხტის კარში გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაიტალიის 17 წლამდელ ნაკრებთან ერთად შაარავიმ 2009 წელს ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა. იტალიის 21 წლამდელებში კი დებიუტი უნგრეთის ნაკრებთან ჰქონდა. მთავარ გუნდში შაარავი 2012 წლის 15 აგვისტოს გამოჩნდა ინგლისთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო სადებიუტო გოლი კი მან საფრანგეთის ნაკრებს გაუტანა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- მილანი[2]
- იტალიის სუპერთასი: 2011
- შანხაი შენჰუა[2]
- ჩინეთის საფეხბურთო თასი: 2019
სანაკრებო
რედაქტირება- იტალია[2]
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი: მესამე ადგილი, 2013
ინდივიდუალური
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტეფან ელ შაარავი“ ვიკისაწყობში.
- სტატისტიკა FIGC-ზე დაარქივებული 2014-03-10 საიტზე Wayback Machine.
- სტატისტიკა football.it-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Stephan El Shaarawy profile. at AS Monaco FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-27. ციტირების თარიღი: 2015-08-19.
- ↑ 2.0 2.1 2.2 სტეფან ელ შაარავი — Soccerway
- ↑ Gran Cala' del Calcio 2011: Rizzoli premiato miglior arbitro Italian. FIGC (24 იანვარი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-03. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2015.