სტეფანოს ციციპასი
სტეფანოს ციციპასი (ბერძ. Στέφανος Τσιτσιπάς, IPA:ˈstefanos t͡sit͡siˈpas;[5] დ. 12 აგვისტო, 1998, ათენი, საბერძნეთი) — ბერძენი პროფესინალი ჩოგბურთელი. მას კარიერის საუკეთესო შედეგს, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) სიაში მესამე ადგილს 2021 წლის 9 აგვისტოს მიაღწია. ამით ის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ბერძენი გახდა. მას გამარჯვება მოპოვებული აქვს ATP-ის ერთეულთა თანრიგის რამდენიმე ჩემპიონატში და მოგვიანებით მონაწილეობა დაიწყო დიდი სლემის ჩემპიონატებზეც. 2021 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგის ფინალში ის ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა მას შემდეგ, რაც ციციპასი სერბს ორი სეტის ჯამში 2-0 იმარჯვებდა. სტეფანოს ციციპასმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალამდე სამჯერ მიაღწია.
ციციპასი ვაშინგტონის რია პირველობაზე (Citi Open) 2018 წელს | |
მშობლიური სახელი | Στέφανος Τσιτσιπάς |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | საბერძნეთი |
საცხოვრებელი ადგილი |
მონტე-კარლო, მონაკო[1] ვულიაგმენი, საბერძნეთი[2] |
დაიბადა |
12 აგვისტო, 1998 ათენი, საბერძნეთი |
სიმაღლე | 193 სმ[1] |
პროფესიონალი | 2016 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი |
აპოსტოლოს ციციპასი პატრიკ მურათოლუ (2018-) |
ფულადი პრიზი | 6,989,970[3] აშშ დოლარი |
ოფიციალური საიტი | stsitsipas.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 194–97 (66.7%) |
ტიტულები კარიერაში | 7 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-3 (9 აგვისტო, 2021) |
მიმდინარე რეიტინგი | მე-4 (31 იანვარი, 2022)[4] |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2019, 2021, 2022) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (2021) |
უიმბლდონი | 4რ (2018) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (2020, 2021) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (2019) |
ოლიმპიური თამაშები | მესამე რაუნდი (2020) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 16–41 (28.1%) |
ტიტულები კარიერაში | 0 |
უმაღლესი რეიტინგი | 68-ე (19 აგვისტო, 2019) |
მიმდინარე რეიტინგი | 127-ე (31 იანვარი, 2022) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (2021) |
უიმბლდონი | 1რ (2018, 2021) |
აშშ-ის ღია პირველობა | 2რ (2018) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | WGII (2020) |
ჰოპმანის თასი | RR (2019) |
ბოლოს განახლდა: 28 იანვარი, 2022. |
სტეფანოს ციციპასი დაიბადა ჩოგბურთელტა ოჯახში. დედამისი ჯულია აპოსტოლი პროფესიონალი იყო ქალთა ჩოგბურთის ასოციაციაში (WTA), ხოლო მამამისი ჩოგბურთის მწვრთნელია. ჩოგბურთში ვარჯიში სტეფანოსმა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო. როგორც ჭაბუკი, ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. ის ასევე გახდა მესამე ბერძენი და მესამე ბერძენი მამაკაცი, რომელმაც ჭაბუკთა გრანდ სლემზე მოიპოვა გამარჯვება (უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირი - ბიჭუნათა წყვილთა თანრიგი). 2015 წლიდან ციციპასი პატრიკ მურთოლუს აკადემიაში, საფრანგეთში ვარჯიშობს.
ადრეული წლები
რედაქტირებაციციპასი დაიბადა 1998 წლის 12 აგვისტოს აპოსტოლოს ციციპასისა და ჯულია აპოსტოლის (ქალიშვილობის გვარი სალნიკოვა) ოჯახში ათენში. მამამისი ბერძენია და დაიბადა პროასტიოში,[6] ხოლო დედამისი რუსია. მისი ბაბუა (დედის მხრდან), სერგეი სალნიკოვი საბჭოთა ფეხბურთელი იყო, რომელიც თამაშობდა სანქტ-პეტერბურგის ზენიტში, მოსკოვის სპარტაკსა და მოსკოვის დინამოში.[7] მისი მშობლებიდან ორივე ყოფილი ჩოგბურთელია. სტეფანოსის დედა ახალგაზდებს შორის პირველ ადგილს იკავებდა, კარიერის საუკეთესო შედეგი კი ზრდასრულთა შორის 200-ეულში შესვლით დააფიქსირა. ჯულია საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეობას იღებდა ბილი ჯინ კინგის თასზე.[8] სტეფანოს ციციპასის დაბადებისას მისი მშობლები ჩოგბურთის ინსტრუქტორებად მუშაობდნენ ატურ პალასში, ვულიანმგენში.[9] სტეფანოსს ჰყავს სამი უნცროსი დედმამიშვილი: ორი ძმა: პეტროს და პავლოსი და და ელისავეტი. სტეფანოსის დედმამიშვილებს შორის სამივე ჩოგბურთელია.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სტეფანოს ციციპასი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია
- სტეფანოს ციციპასი ჩოგბურტის საერთაშორისო ფედერაცია
- სტეფანოს ციციპასი დეივისის თასი
- სტეფანოს ციციპასი — არხი YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Stefanos Tsitsipas ATP profile. ციტირების თარიღი: 4 October 2021
- ↑ Tennis TSITSIPAS Stefanos - Tokyo 2020 Olympics (2021-07-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-20. ციტირების თარიღი: 2021-07-26
- ↑ ATP Prize Money Leaders.
- ↑ „Men's Tennis ATP Rankings“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.
- ↑ The pronunciation by Stefanos Tsitsipas himself. ციტირების თარიღი: 16 December 2018
- ↑ Επίσκεψη στο Προάστιο ο Στέφανος Τσιτσιπάς neosagon.gr
- ↑ Salnikova, Julia. Stefanos grandfather #SergeiSalnikov (February 26, 2019).
- ↑ Rothenberg, Ben (28 May 2018). „Stefanos Tsitsipas Balances His Greek and Russian Sides to Rise in Tennis“. New York Times. ციტირების თარიღი: 12 August 2018.
- ↑ The 19-year-old Greek tennis player who stands out. ციტირების თარიღი: 13 August 2018
- ↑ Boy Meets World: Rising Star Tsitsipas Outlasts Donaldson In Fifth Set. ციტირების თარიღი: 12 August 2018