სტეფანე (კალაიჯიშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან სტეფანე (მეუფე))

მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში — სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი; დ. 9 თებერვალი, 1959, ახალციხე, საქართველო) — ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი. ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.

სტეფანე
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი
Mtavarepiskoposi stefane.jpg
მეუფე სტეფანე
პროვინცია სვანეთი
ეპარქია ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, ჭყონდიდის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 2002
პირადი მონაცემები
საერო სახელი კალაიჯიშვილი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1959
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

1981 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ახალციხის სემინარია. 1984 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1986 წლის 5 აგვისტოს კი ბერად აღიკვეცა, იმავე წელს მღვდლად აკურთხეს, ხოლო 1987 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1995 წელს თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2002 წლის 27 ოქტომბერს ხელი დაასხეს ცაგერისა და ლეჩხუმის ეპისკოპოსად. 2010 წლის 9 სექტემბერს კი, მიიღო მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2015 წლის 1 ნოემბრიდან არის მიტროპოლიტი. 2021 წლის 11 თებერვლის სინოდის სხდომის შემდეგ მასვე დაექვემდებარა ჭყონდიდის ეპარქია.[1]

კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.

ანგელოზის დღე — 27 დეკემბერი (9 იანვარი).

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უწინამძღვრებს, მეუფე გრიგოლი კი წალკას უბრუნდება“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)