სსრ კავშირის XX ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
სსრ კავშირის XX ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის XX ჩემპიონატი, ჩატარდა 1960 წლის ნოემბერ-დეკემბერში რიგაში. ტურნირი იმავდროულად წარმოადგენდა მსოფლიო ჩემპიონატის ზონალურ ტურნირს. ჩემპიონატს წინ უძღოდა სამი ნახევარფინალური ტურნირი გროზნოში, კალინინში და უჟგოროდში. თითოეული ტურნირიდან ფინალში გადიოდა 3-3 მოჭადრაკე. ფინალში პერსონალურად მოწვეული იყვნენ კირა ზვორიკინა, ტატიანა ზატულოვსკაია, ლარისა ვოლპერტი და ფ. დმიტრიევა. ჩემპიონატს თავიდანვე ლიდერობდნენ ვ. ბორისენკო და ტ. ზატულოვსკაია. მათ ერთდროულად გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. მათთან ერთად პრეტენდენტთა ტურნირის საგზური მოიპოვა ნონა გაფრინდაშვილმა (ვინაიდან ლ. ვოლპერტს ეს უფლება უკვე ჰქონდა). ჩემპიონის წოდებისათვის დამატებით მატჩში კი ვ. ბორისენკომ დაამარცხა ტ. ზატულოვსკაია.
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვალენტინა ბორისენკო | 1 | = | = | 0 | = | 1 | = | 1 | 1 | = | 1 | = | 1 | = | 1 | = | 1 | 1 | 13 | |
2 | ტატიანა ზატულოვსკაია | 0 | = | 1 | = | 1 | = | 1 | 1 | 1 | = | 0 | = | 1 | 1 | = | 1 | 1 | 1 | 13 | |
3 | ლარისა ვოლპერტი | = | = | = | = | = | 1 | = | = | 1 | 1 | 1 | = | = | 0 | 1 | = | 1 | 1 | 12 | |
4 | ნონა გაფრინდაშვილი | = | 0 | = | 1 | = | = | = | = | 1 | = | = | = | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 11,5 | |
5 | ვ. ტიხომიროვა | 1 | = | = | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | = | 0 | = | 1 | = | = | 1 | 11 | |
6 | ელისო კაკაბაძე | = | 0 | = | = | 0 | = | 1 | 0 | 0 | = | = | = | = | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 10 | |
7 | ალა კუშნირი | 0 | = | 0 | = | 1 | = | = | = | = | = | = | = | = | = | = | = | 1 | 1 | 9,5 | |
8 | სალმე როოტარე | = | 0 | = | = | 1 | 0 | = | = | = | 1 | 1 | = | = | 0 | = | = | = | 1 | 9,5 | |
9 | კირა ზვორიკინა | 0 | 0 | = | = | 0 | 1 | = | = | 0 | = | = | = | 1 | 1 | = | = | 1 | = | 9 | |
10 | ვალენტინა კოზლოვსკაია | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | = | = | 1 | 1 | = | = | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 9 | |
11 | მანანა ტოგონიძე | = | = | 0 | = | 0 | = | = | 0 | = | 0 | 1 | = | 1 | 1 | 1 | = | 0 | 1 | 9 | |
12 | ფ. დმიტრიევა | 0 | 1 | 0 | = | 0 | = | = | 0 | = | = | 0 | 0 | = | 1 | 1 | 1 | 1 | = | 8,5 | |
13 | ოლღა იგნატიევა | = | = | = | = | = | = | = | = | = | = | = | 1 | 0 | 0 | = | 0 | = | 1 | 8,5 | |
14 | ვ. კაუშილაიტე | 0 | 0 | = | 0 | 1 | = | = | = | 0 | 0 | 0 | = | 1 | 1 | = | = | 1 | 1 | 8,5 | |
15 | ოლღა რუბცოვა | = | 0 | 1 | 1 | = | 0 | = | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 1 | 8,5 | |
16 | ტ. ფილანოვსკაია | 0 | = | 0 | 0 | 0 | 0 | = | = | = | 1 | 0 | 0 | = | = | 1 | 1 | = | = | 7 | |
17 | ალა ჩაიკოვსკაია | = | 0 | = | 0 | = | 0 | = | = | = | 1 | = | 0 | 1 | = | 0 | 0 | 0 | = | 6,5 | |
18 | ტ. კრიუკოვა | 0 | 0 | 0 | 0 | = | 0 | 0 | = | 0 | 0 | 1 | 0 | = | 0 | 0 | = | 1 | = | 4,5 | |
19 | ა. ვიტკოვსკაია | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | = | 0 | 0 | = | 0 | 0 | 0 | = | = | = | 2,5 |
დამატებითი მატჩი ჩემპიონის წოდებისათვის: ვალენტინა ბორისენკო - ტატიანა ზატულოვსკაია 4,5 - 3,5 (+4=1-3)