მანანა ტოგონიძე (დ. 29 მაისი, 1937, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე, ოსტატი (1961 წ.), საქართველოს 1958 წლის ჩემპიონი ქალთა შორის, მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ქალთა შორის (1956 წელს გაიყო VII-IX ადგილები, 1962 წელს დაიკავა V ადგილი). გეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995.