სპორტსმენების სოფელი (ბაქო)
სპორტსმენების სოფელი (აზერ. Atletlər kəndi) — საცხოვრებელი ტერიტორია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რომელიც განკუთვნილია სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და ა.შ. საცხოვრებლად, რომლებიც მონაწილეობდნენ I ევროპულ თამაშებში 2015 წელს, ისლამური სოლიდარობის თამაშებში 2017 წელს და XV ევროპის ახალგაზრდულ საზაფხულო ოლიმპიურ ფესტივალზე „ბაქო-2019“ [1].
აღნიშნული დასახლება მდებარეობს ბაქოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოლიმპიური სტადიონის მოპირდაპირედ - რომელიც არის ოლიმპიური თამაშების მთავარი ასპარეზი აზერბაიჯანში. ეროვნული ტანვარჯიშის არენა მდებარეობს თითქმის მოპირდაპირე მხარეს. ადგილი საკმაოდ კარგად შეირჩა, რადგან ეროვნული ტანვარჯიშის არენა, საკმაოდ დატვირთული იყო შეჯიბრებებით ბაქოს I ევროპულ თამაშებში. სხვათა შორის, ამ სპორტის წარმომადგენლებმა პირველად შეამოწმეს სპორტსმენების სოფელი 2014ლ წელს, როდესაც ბაქომ რიტმული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.
სპორტსმენების სოფელი უზრუნველყოფს სპორტსმენებსა და თამაშების სხვა მონაწილეებს ყველა პირობას კომფორტული, მოსახერხებელი და უსაფრთხო ყოფნისთვის. სპორტსმენების სოფელი შედგება 8-13 სართულიანი და ერთი ადმინისტრაციული შენობისგან. 1042 ბინაში, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებში მდებარეობს, შეიქმნა ყველა პირობა დაახლოებით 7,500 ადამიანის საცხოვრებლად [2]. ასევე არის სტუმრების საგუშაგო, რომელიც არეგულირებს სპორტსმენების ნათესავებისა და მეგობრების სოფელში შესვლას.
ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ორ დიდ რესტორანს. ერთი მათგანი გთავაზობთ აზერბაიჯანული სამზარეულოს კერძებს, ხოლო მეორე - ევროპულს. რესტორნებში ერთდროულად სამი ათასი სპორტსმენის განთავსებაა შესაძლებელი და ფუნქციონირებს დილის 5 საათიდან 12 საათამდე. ეს არის ერთ–ერთი უდიდესი სამზარეულო ევროპაში, რომელიც თამაშების დროს ამზადებს საკვებს 80 ათასი კგ პროდუქტიდან. რესტორნის ეს განრიგი ძალიან მოსახერხებელია სპორტსმენებისთვის, ვინაიდან ზოგი მათგანი შეჯიბრამდე წონის აწევას ეწევა და ნამდვილად არ ჭამს ძალიან ბევრს, ზოგი კი წონის მატებას საჭიროებს. თავის მხრივ, სამედიცინო პუნქტები სოფელში 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ შენობაში დასახლდებიან.
ასევე სპორტსმენთა სოფელში არის სპეციალური ცენტრები: 24 საათიანი კლინიკა, საინფორმაციო ცენტრი, სპორტული დარბაზი და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ სპორტსმენების სოფელში შეიქმნა ყველა პირობა, რომ შეჯიბრის შემდეგ სპორტსმენებმა დაისვენონ. სპორტსმენების განკარგულებაშია 24 საათიანი დასვენებისა და გასართობი ცენტრები. მაგალითად, თამაშების მონაწილეებს შეუძლიათ ითამაშონ ვიდეო თამაშები, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ისარგებლონ ინტერნეტით, უყურონ სატელევიზიო არხებს ან წავიდნენ კინოთეატრში.
ბუნებრივია, მეტი ყურადღება ექცეოდა იმ ადგილების მოწყობას, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ, კერძოდ, ოთახების. ისინი აკმაყოფილებენ არა მხოლოდ ოლიმპიური სოფლების, არამედ ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსების უმაღლეს სტანდარტებს.