ტანვარჯიშის ეროვნული არენა

ტანვარჯიშის ეროვნული არენა (აზერ. Milli Gimnastika Arenası) —  არენა ჰეიდარ ალიევის გამზირზე, ბაქოში. არენა გათვლილია 9 000 ადგილზე[1].

ტანვარჯიშის ეროვნული არენა
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი აზერბაიჯანის დროშა
აშენდა 2009-2014 წწ
გაიხსნა 2014 წ
არქიტექტორი Broadway Malyan
ტევადობა 5 000 -9 000

მშენებლობა რედაქტირება

ეროვნული ტანვარჯიშის არენა მდებარეობს 24 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე. მას 2009 წელს საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. 2014 წლიდან არენა აქტიურად ფუნქციონირებს. შენობის დეველოპერია PASHA Construction LLC, ხოლო არქიტექტორი Broadway Malyan. სამშენებლო პროექტის დირექტორი ფილ ბენსონია[2]. ტანვარჯიშის არენის გარდა შენობა განკუთვნილია სხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების. მომავალში იგეგემება არენის ადგილების გაზრდა, რომელიც 9600-მდე ავა[3].

სტრუქტურა რედაქტირება

შენობა ხუთსართულიანია[4]. კომპლექსს აქვს ორი დამხმარე ნაგებობა, ასევე სასადილო ოთახი და კვების პროდუქტების გადამამუშავებელი ერთეული, რომელზეც VIP ლოჟები მდებარეობს. ასევე ტანვარჯიშის არენაზე არის ოთახები მედიის წარმომადგენლებისთვის[2]. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს სასტუმროს[3]. სამხრეთ ნაწილში არის საჰაერო გუმბათი, რომელიც განკუთვნილია ვარჯიშისთვის. დარბაზის საერთო ფართია 6000 კვ.მ[5].

ღონისძიებები რედაქტირება

2014 — აზერბაიჯანის მხატვრული ტანვარჯიშის 21-ე ჩემპიონატი[6]

2014 — ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში[4]

2014 — ტაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატი[7]

2015 — აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშის დისციპლინებში[8]

2015 — პირველი ევროპული თამაშის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრებები მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში

2017 — ბატუტზე ხტომის ახალი ოლიმპიური ციკლის  პირველი მსოფლიო თასი[9]

2017 — მსოფლიო ჩემპიონატი მამაკაცთა და ქალთა ატლეტური ტანვარჯიშის FIG სერიაში[10]

2017 — ისლამური სოლიდარობის თამაშების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრებები მხატვრულ და ათლეტურ ტანვარჯიშში

2018 — ევროპის ბატუტზე, მინი ბატუტზე ხტომის 26-ე ჩემპიონატი[11]

2018 — ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი[12].

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ტანვარჯიშის ეროვნული არენა დაარქივებული 2018-10-01 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური ვებ-გვერდი
  2. 2.0 2.1 Национальная гимнастическая арена в Баку будет многофункциональной
  3. 3.0 3.1 Ильхам Алиев ознакомился с ходом строительства Национальной гимнастической арены
  4. 4.0 4.1 Строительство Национальной арены гимнастики идет полным ходом
  5. Airdome დაარქივებული 2018-10-01 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური ვებ-გვერდი
  6. В чемпионате Азербайджана по художественной гимнастике примут участие 26 гимнасток
  7. Материалы за Июль 2014 года » TKD-NEWS - всё о событиях в мире тхэквондо ВТФ
  8. Открытый объединенный чемпионат Азербайджана по гимнастическим дисциплинам
  9. Кубок мира по прыжкам на батуте и тамблингу в Баку
  10. Кубок мира по спортивной гимнастике в Баку ждет своих участников
  11. Чемпионат Европы по прыжкам на батуте, двойном мини-батуте и акробатической дорожке пройдет на Национальной гимнастической арене
  12. Чемпионат мира по дзюдо в 2018 году пройдет в Баку